აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – რამდენიმე მარშრუტზე რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება

 

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის  რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება რამდენიმე მარშრუტზე, სადაც შეზღუდვები დაწესდა 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ჩვენს სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ", - განაცხადა ბაირამოვმა.

ცნობისთვის, „აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფის მიზეზად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანება სახელდება. ტრაგედიის შემდეგ აზერბაიჯანის ავიახაზებმა უსაფრთხოების მიზეზით შეაჩერა ფრენები ბაქოდან რამდენიმე რუსულ ქალაქში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 ადამიანი
ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს
დიმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს - მაღალსართულიან შენობებში ხანძარი გაჩნდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია "ინტერ რაო" დაასანქცირა
რუსი სამხედროების იერიშს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი გემი დაბომბა, რომელსაც ირანიდან სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა
დონალდ ტრამპი – "გუგლი" ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის "ფულის ყულაბა" არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის
ლატვიამ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო 110 000 ადამიანია ევაკუირებული -საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
რობერტ ფიცო – ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთი არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი
ვოლოდიმირ ზელენსკი – დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ
ტყის ხანძრების გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა
გერმანიამ წითელი ზღვიდან სამხედრო ხომალდების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში, დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა
აბას არაღჩი – ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა, თვალი თვალის წილ