„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას
„წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა", - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი" ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოდან ბევრი ქვიარ ადამიანი "მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების" გამო წავიდა.
„თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობით, სოლიდარობას უცხადებენ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში და გამოთქვამენ იმედს, რომ „ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იზეიმოს საკუთარი იდენტობა".
„ბევრი ქვიარ ადამიანისთვის საზღვრის გადაკვეთა არჩევანი არ ყოფილა - ეს საქართველოში მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების შედეგი იყო.
ჩვენ საზღვარგარეთაც ვაზიარებთ ჩვენი თემის ისტორიებს და ვინარჩუნებთ იმედს, რომ ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იყოს ის, ვინც არის, და იზეიმოს საკუთარი იდენტობა, თავისუფლად და უსაფრთხოდ.
ანტვერპენში მსვლელობისას სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ლგბტქ+ თემზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა და რომ საზღვრებს მიღმა სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
შევხვდებით ანტვერპენის პრაიდზე! Hessenplein, Antwerp, 8 აგვისტო, 13:00", - წერს „თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა "იმერეთის" 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია-ლევან მებონია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონების ნაწილშიც
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ფონდის პრემიის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის განსაკუთრებული მიღწევებისათვის
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა
სახელმწიფო ელექტროსისტემა – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
დედისთვის ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ბავშვი ცოცხალი ყოფილიყო - ვერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს, შპს "თამპას" დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა
ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის"-ნოდარ თოფურიძე