ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

 

ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. შალვა გოგოლაძემ ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურას და მმართველობითი საბჭოს წევრებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განვითარების მენეჯერმა ზურაბ ბერუკაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მმართველობითი საბჭოს სხდომას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში ლევან წურწუმია, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და გენერალური მდივანი ნინო ხვიჩია ესწრებოდნენ.

მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში პირველად ჩატარდება.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2029 წლის ივლისის თვეში თბილისში გაიმართება.

 

 



მსგავსი სიახლეები
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია- ხვიჩა კვარაცხელია
ტატო გრიგალაშვილი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია
მამარდაშვილი: ცუდად არ მითამაშია, ოცნება კი ევროზე თამაშია
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა - ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ "იბერიას" გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!
ირაკლი კობახიძე - 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ "იბერიას"!
ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში ''ბაკურიანი 2026'' ჩატარდა
ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
„ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული. შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება“ - ხავიერ მაშერანო მესის შესახებ