„ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული. შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება“ - ხავიერ მაშერანო მესის შესახებ

 

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ინგლისი დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

დაძაბული და ფიზიკური ორთაბრძოლებით სავსე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმი აქტიურად არგენტინამ დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მორგან როჯერსმა საჯარიმოში ენტონი გორდონი მოძებნა, „ბარსელონას" ახალწვეულმა კი ინგლისი 55-ე წუთზე წინ გაიყვანა.

მატჩის 85-ე წუთზე ლიონელ მესის გადაცემით ანგარიში ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა. არგენტინა ზეწოლას აგრძელდება და 90+2-ე წუთზე, კვლავ მესის გადაცემით, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა. არგენტინელთა ლეგენდარულ ათიანს მიმდინარე მუნდიალზე ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ხავიერ მაშერანო მესის შესახებ:

„აი, რის გამო არ მიეცემა ლიონელ მესი არასოდეს დავიწყებას. 39 წლის ასაკში, ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე, როდესაც მასზე მთელიერია დამოკიდებული, ის არ დამალულა - მან არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთ ფინალში გაიყვანა. ორი საგოლე გადაცემა. წმინდა გენიალურობის ორი მომენტი. ორი შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება".

„ინგლისს ეგონა, რომ მისი შეჩერება შეეძლო. მისდევდნენ, ურტყამდნენ, მცველებით გარშემორტყმული ჰყავდათ, მაგრამ მაინც ვერ შეუშალეს ხელი თამაშის ბედის გადაწყვეტაში. მას არ სჭირდება გოლის გატანა შენს გასანადგურებლად. ის ხედავს ისეთ გადაცემებს, რომლებსაც ამ პლანეტაზე სხვა ვერავინ ამჩნევს. ის მატჩებს საკუთარი გონებით აკონტროლებს, სანამ ყველა დანარჩენი ფეხებით დარბის".

„მე ვყოფილვარ ბრძოლებში ლეოსთან ერთად. მინახავს, როგორ აკრიტიკებდნენ, როგორ ეჭვობდნენ მასში და პატივს არ სცემდნენ მთელი მისი კარიერის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ის კვლავ აქ არის და არგენტინა ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიჰყავს. ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული და ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდებული ფეხბურთელის გონება".

 

 



მსგავსი სიახლეები
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია- ხვიჩა კვარაცხელია
ტატო გრიგალაშვილი 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია
მამარდაშვილი: ცუდად არ მითამაშია, ოცნება კი ევროზე თამაშია
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა - ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი: ვფიქრობ, ჩვენი სათამაშო გეგმა სწორი იყო
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ "იბერიას" გამარჯვებას ვულოცავ! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!
ირაკლი კობახიძე - 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ "იბერიას"!
ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში ''ბაკურიანი 2026'' ჩატარდა
ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
„ეს იღბალი არ არის. ეს არის მეომრის გული. შეხსენება იმისა, რომ დიდებულება არ ბერდება“ - ხავიერ მაშერანო მესის შესახებ