მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური-თინა ბოკუჩავა
მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ორი წლის განმავლობაში ამის გამო სერიოზული სინდისის ქენჯნა ჰქონდა.
„შეიცვალა თავმჯდომარე, მომიწია, ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს მიზეზი, რომელიც გავაცანით. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ორი წლის თავზე ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, ლევანი ფაქტობრივად აწამეს. არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა და ლევანმა ისაუბრეს საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნეს - რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. პოლიტიკაში თუკი რამის მიმართ მაქვს მიუღებლობა, ეს არის არა მწვავე პოლემიკა, არამედ არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა, რომ გვამოძრავებდა. ვფიქრობ, გულწრფელობა მოგვცემდა შესაძლებლობას, ჯანსაღად გვემართა პროცესები. მეტიც, მაშინ რომ გვეთქვა რეალური მიზეზი, მე აუცილებლად, პრინციპულ საკითხად დავაყენებდი, რომ პარტიაში ჩატარებულიყო პირდაპირი წესით არჩევნები. მე არ მქონდა იმ ხარისხის ლეგიტიმაციის მანდატი ხალხის მხრიდან, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგობაში წავსულიყავი დამფუძნებელ თავმჯდომარესთან, პარტიის შიგნით ჯგუფებთან ან სხვა ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა მომენტში არ იზიარებდნენ პარტიის შიგნით რეფორმების საკითხს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავას თქმით, როდესაც საუბარია „ძველების ახლებით" ჩანაცვლებაზე და სხვა საკითხებზე, აქაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
„ამ პროცესში ხელი შემიშალა პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობამ, პარტიის მუდმივი გაუქმების საფრთხემ, ურესურსობამ და გარკვეულმა წინააღმდეგობამ რიგი ჯგუფების მხრიდან პარტიის შიგნით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იქნება თუ არა კიდევ ერთხელ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი.
„ეს გადაწყვეტილება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ვინ იქნებიან სხვა კონკურენტები, ვინ იქნება ჩემს გუნდში, პრეზიდენტი სააკაშვილის საბოლოო პოზიცია რა იქნება, რადგან მას განუზომლად დიდი როლი აქვს. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, პარტიაში ჯგუფებს რა პოზიცია ექნებათ ყრილობის მომენტში. მათ, შესაძლოა, წარსულში ჰქონდათ წინააღმდეგობები იმ რეფორმების ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც მქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ - შესაძლოა, ხვალ და ზეგ ოპოზიციური ლიდერები, რომლებთან ერთადაც პროტესტზე ვდგავართ, ისევ დაბრუნდნენ ციხეში, გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო პროცესიც, რომელიც პარტიის გაუქმებას ითვალისწინებდა და შეიძლება, განახლდეს", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა
მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური-თინა ბოკუჩავა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვია
ევროპარლამენტი – საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე
ბექა ძამაშვილი – ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, გვაქვს საშუალება, რუსეთს მოვუწოდოთ განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ
დავით მათიკაშვილი – აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, პოლიტიკური განაჩენი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის უტყუარი და ასეც გაგრძელდება
გია ვოლსკი – ნიკა გილაური მეტ-ნაკლებად გამოიყურება, როგორც პროფესიონალი და უნდათ, დესტრუქციული მოძრაობის ლიდერად წარმოაჩინონ
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება რომელიც ნატო-ს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება-ჯეფრი საქსი
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ გამოცდების დაწყებას, თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა თქვენი პირადი წარმატებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
ჯეფრი საქსი: უკრაინას შესანიშნავი ზღაპრები მოუთხრეს, რომ ნატოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, რომ გამდიდრდებოდნენ, სინამდვილეში კი პირდაპირ ომში ამოაყოფინეს თავი! საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს
მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში
ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ, სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვაა - ალან პერსელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა