ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს ევრონიუსი

ასტანაში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ „ევრონიუსი" წერს.

 

როგორც "გამოცემა წერს, ასტანაში გამართულ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ყაზახეთი და საქართველო შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის მეშვეობით ნავთობის გადაზიდვების გაზრდის გეგმებზე. ასევე, განიხილეს სოფლის მეურნეობის განვითარების, ინვესტიციების გაფართოებისა და ციფრული მომსახურების სფეროებში თანამშრომლობა.

 

„ევრონიუსის" ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდა საქართველოსთან სტრატეგიულ კავშირებს აღრმავებს.

 

გამოცემის ცნობით, ყაზახეთის მხრიდან აღნიშნული განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც ოფიციალური ასტანა აგრძელებს ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) მეშვეობით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი.

 

როგორც „ევრონიუსი" წერს, მარშრუტზე ტრანზიტის მოცულობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ყაზახეთი ვარაუდობს, რომ 2029 წლისთვის, ყოველწლიურად 3 000-მდე კონტეინერმზიდი მატარებელი იმოძრავებს კორიდორზე, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.

 

სტატიის მიხედვით, ასტანა ასევე გეგმავს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შავი ზღვის პორტებში.

 

„ყაზახეთის „ყაზტრანსოილის" საკუთრებაში არსებული ბათუმის ნავთობტერმინალის პარალელურად, ქვეყანა ფოთში ახორციელებს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებას, სადაც გასულ წელს ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთ პერსპექტიულ პროექტად ასევე დაასახელეს ანაკლიის მომავალი ღრმაწყლოვანი პორტი", - წერს „ევრონიუსი".

 





მსგავსი სიახლეები
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს ევრონიუსი
"ვისკის სმას მიჩვეული ვარ"- როგორ გაუმხილა გულახდილად უინსტონ ჩერჩილმა სადაზღვევო კომპანიას თავისი მიდრეკილება სპირტიანი სასმელებისადმი"-The Daily Telegraph
"ყირიმის გარეშე რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს: ნახევარკუნძულზე შექმნილი მდგომარეობა რუსეთის სერიოზულ წარუმატებლობას ნიშნავს"-The Daily Telegraph
"პოლონეთის ოპოზიცია უკრაინასთან უთანხმოებას აღრმავებს: იაროსლავ კაჩინსკი მთავრობას უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესის დაბლოკვისაკენ მოუწოდებს"-Financial Times
"მე ევროპის ისეთ ახალ პოპულარულ ადგილს ვეწვიე, რომელიც ავსტრალიელებს ჯერ არ უნახავთ: კავკასიის პატარა ქვეყანა მსოფლიოს მოგზაურებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ახდენს"-The Armidale Express
"უკრაინა პოლონეთს რუსეთთან იძულებით დაახლოებისაკენ უბიძგებს"-Mysl Polska
"შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლოს დონალდ ტრამპზე გაიცინოს: უკრაინის პრეზიდენტი სულ უფრო მეტად გამოიყურება ისე, თითქოს დასავლეთის მომავალი მის ხელშია"- Financial Times
"აშშ - ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო"-Le Figaro
"ქართული ნადიმი გრძნობებისათვის"-Telegraph Herald
"პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება"-The Daily Telegraph
"აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა"-Foreign Policy
"რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს"-Financial Times
"დონალდ ტრამპი, ირანთან გამარჯვების ნაცვლად, ამერიკას ამცირებს"-The Daily Telegraph
"ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?"-Deutsche Welle
"აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება"-TRT
"დრო გვაჩვენებს": როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე"-Deutsche Welle
"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy