GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ GM PHARMA-მ 27-წლიანი ისტორიის ახალ ეტაპზე განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა. განახლებული ბრენდული იდენტობის მთავარი სიმბოლო დნმ-ია, კომპანიისთვის სიცოცხლის, პროგრესის, უწყვეტი განვითარების, სამეცნიერო სრულყოფისა და ინოვაციების ერთიანობის გამოხატულებაა. სწორედ ეს პრინციპები განსაზღვრავს GM PHARMA-ს საქმიანობასა და მომავალ ხედვას.
კომპანიაში აცხადებენ, რომ განახლებული ვიზუალური იდენტობა მხოლოდ ლოგოს ცვლილება არ არის. ახალი ვიზუალური იდენტობა ასახავს იმ გზას, რომელიც GM PHARMA-მ დაარსებიდან დღემდე გაიარა თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა და ისეთი ხარისხის შექმნა, რომელსაც საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე მილიონობით მომხმარებელი და ჯანდაცვის პროფესიონალები ენდობიან.
დღეს GM PHARMA რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ფარმაცევტულ პორტფელს ფლობს, რომელიც 130-ზე მეტ ბრენდსა და 220-ზე მეტ გამოშვების ფორმას, რომელიც მოიცავს ძირითად თერაპიულ მიმართულებებსა და საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს.
2017 წლიდან კომპანია საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია როგორც გაყიდვების მოცულობით, ისე ღირებულებით. GM PHARMA 100-ზე მეტ პროდუქტს ექსპორტზე აწვდის საერთაშორისო ბაზრებს და წარმომადგენლობითი ოფისები აქვს თერთმეტ ქვეყანაში: უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მონღოლეთში, თურქმენისტანში, ბელარუსსა და უკრაინაში.
ყოველწლიურად GM PHARMA-ს მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით 14 მილიონზე მეტი პაციენტი სარგებლობს საქართველოში და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მაღალ ნდობას ადასტურებს.
კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია საერთაშორისო მასშტაბის კიდევ უფრო გაფართოებას ისახავს მიზნად. GM PHARMA გეგმავს გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიის გლობალური განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპნია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. დღეს, როდესაც ფარმაცევტული ინდუსტრია ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, კომპანია აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და თანამედროვე ჯანდაცვის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.
ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება უწყვეტია. ისევე, როგორც სიცოცხლე.
(R)
მსგავსი სიახლეები
ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ
გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია
ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ -მიხეილ ყაველაშვილი
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან
2 ივლისის ამინდის პროგნოზი
ლუკა წიკლაური "რადიო თავისუფლებას" ბულინგის წახალისებაში ადანაშაულებს: "ინტერვიუ დაჭრეს, კადრები დაჩეხეს და სათავისო კონტექსტით ჩემი თავი სალანძღავად მიუგდეს აგრესიულ სექტას"
ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, საელჩოში ოფიციალური მიღება იმართება
"კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისიდან
სპეციალისტების რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან
გამოვლინდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები
4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში, ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"
პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 9 000 აბონენტს შეუწყდება