ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუერთდები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული.

 

„ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა. ეს იდეალები ზუსტად ეხმიანება საქართველოს გამოცდილებასა და მისწრაფებებს.
ამერიკის სადამფუძნებლო პრინციპებმა კონსტიტუციურ სისტემაზე ბევრად მეტი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ინოვაციების, მეცნიერების, განათლების, მეწარმეობისა და კულტურის გლობალურ ლიდერად იქცა.


დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოხატული იმ ურყევი რწმენის საფუძველზე, რომ ყველა ადამიანს „შემოქმედის მიერ ბოძებული აქვს ხელშეუვალი უფლებები", ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ინსტიტუტები, რომლებმაც ხელი შეუწყო შემოქმედებითობის განვითარებას, წაახალისა ინიციატივა და შთააგონა არაერთი თაობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.

 

გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებით და ტექნოლოგიური ინოვაციებით დაწყებული, ლიტერატურით, კინემატოგრაფიითა და ხელოვნებით დამთავრებული, ამერიკის წვლილმა თანამედროვე მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა. დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის ამ უნიკალურმა ერთობლიობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვია
ევროპარლამენტი – საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე
ბექა ძამაშვილი – ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, გვაქვს საშუალება, რუსეთს მოვუწოდოთ განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ
დავით მათიკაშვილი – აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, პოლიტიკური განაჩენი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის უტყუარი და ასეც გაგრძელდება
გია ვოლსკი – ნიკა გილაური მეტ-ნაკლებად გამოიყურება, როგორც პროფესიონალი და უნდათ, დესტრუქციული მოძრაობის ლიდერად წარმოაჩინონ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება რომელიც ნატო-ს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება-ჯეფრი საქსი
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ გამოცდების დაწყებას, თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა თქვენი პირადი წარმატებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
ჯეფრი საქსი: უკრაინას შესანიშნავი ზღაპრები მოუთხრეს, რომ ნატოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, რომ გამდიდრდებოდნენ, სინამდვილეში კი პირდაპირ ომში ამოაყოფინეს თავი! საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს
მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში
ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ, სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვაა - ალან პერსელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა
ალან პერსელი – სამ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით
ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს