,,ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან''-მაკა ბოჭორიშვილი

 

ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს საქართველომ საგარეო ვექტორი შეიცვალა.

მისივე თქმით, ძალიან ახლოს მხედველი უნდა იყო მაშინ, როდესაც ერთი მიმართულებით ითხოვ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, რაც მხოლოდ დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და მომავალს, თუკი ქვეყანა ერთი მიმართულებით იქნება შეზღუდული ურთიერთობების განვითარებაში.

„საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე, სტრატეგიული არჩევანი და ჩვენი სტრატეგიული გზა განსაზღვრული კონსტიტუციით, ამაზე უფრო მტკიცედ ვერანაირად განსაზღვრავს ქვეყანა მის სტრატეგიულ მიზანს და გზას. ეს სტრატეგიული გზა და მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს და განავითაროს ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა მოთამაშეებთან და რეგიონებთან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული ურთიერთობების განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ევროკავშირისთვისაც.

„ევროკავშირსაც სჭირდება საქართველოს და შუა დერეფნის გავლით აღმოსავლეთის მიმართულებით კავშირების განვითარება. საქართველო აკეთებს იმას, რაც შედის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოების და ევროპულ ინტერესებში. ეს არის ის, რაც კეთდება და სწორედ ამისთვის სჭირდება საქართველოს მტკიცე კავშირები აღმოსავლეთით, აზიის მიმართულებით.

დღეს, როდესაც ეკონომიკურ ძალაზე და განვითარებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ დაინახოთ, თუ რა ტემპით ვითარდება აღმოსავლეთით ეკონომიკები, რა ტემპით ვითარდება აზიის ქვეყნები და რა როლი აქვთ მათ ჩვენი კონტინენტის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კავშირების გაძლიერება და სწორად გამოყენება", - განამარტა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობები, თუმცა პოტენციალი არის დიდი და შეცდომა იქნება, თუ საქართველო არ განავითარებს ამ ურთიერთობებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვია
ევროპარლამენტი – საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე
ბექა ძამაშვილი – ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, გვაქვს საშუალება, რუსეთს მოვუწოდოთ განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ
დავით მათიკაშვილი – აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, პოლიტიკური განაჩენი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის უტყუარი და ასეც გაგრძელდება
გია ვოლსკი – ნიკა გილაური მეტ-ნაკლებად გამოიყურება, როგორც პროფესიონალი და უნდათ, დესტრუქციული მოძრაობის ლიდერად წარმოაჩინონ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება რომელიც ნატო-ს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება-ჯეფრი საქსი
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ გამოცდების დაწყებას, თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა თქვენი პირადი წარმატებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
ჯეფრი საქსი: უკრაინას შესანიშნავი ზღაპრები მოუთხრეს, რომ ნატოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, რომ გამდიდრდებოდნენ, სინამდვილეში კი პირდაპირ ომში ამოაყოფინეს თავი! საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს
მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში
ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ, სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვაა - ალან პერსელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა
ალან პერსელი – სამ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით
ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს