მამუკა მდინარაძე - აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის

აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.

 

 

„გახსოვთ ბევრი, მათ შორის ასე უწოდებენ ხოლმე საკუთარ თავს, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანის მესიჯები, როდესაც ზელენსკი გამოვიდა და თქვა, რომ ელჩი საქართველოდან გაიწვია ორი მიზეზით - სანქციების დაწესებაზე უარი რომ თქვა საქართველომ და მთავრობის თანხმობით მოხალისე მებრძოლები რომ არ გაგზავნა უკრაინაში. დღეს ხომ იგივე წარმატებით, როგორც მაშინ ამტკიცებდნენ რაღაცეებს, ვიღაც-ვიღაცეები გვეუბნებიან, რომ რა ომის დაწყებაზე კულისებში ვინ რა გითხრათ, ამას ნუ დაიჯერებთ, კი ბატონო. მაგრამ რაც გარეთ გამოვიდა საჯაროდ, რა განცხადებებსაც უკრაინის მაღალჩინოსნები აკეთებდნენ და რა განცხადებაც ზელენსკიმ გააკეთა და რისთვის გააკეთა და რისთვისაც გაიწვია ელჩი, ეს მათი გონების გახსნისთვის, ვინც აგენტი არ არის და ამ აგენტს უჯერებს, საკმარისი არ უნდა იყოს? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ბაზები განთავსდეს, სანქციები დაუწესეთ, მოხალისე მებრძოლები გაგზავნეთ, საბრძოლო მასალა გაუგზავნეთ, ეს მაინც საკმარისი არ არის იმისათვის, რა ზრახვები აქვთ, რა მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში? თუ მაინცდამაინც უნდა ნახოს ვიღაცამ ჩანაწერი, რომ ვიღაც მოდის და „შედით სასწრაფოდ და დაიწყეთ ომი და მერე ჩვენ მოგეხმარებით და იქნებ პარტიზანული ბრძოლებით თავი გაიტანოთ", ეს უნდა გამოვარდეს მაინცდამაინც, რომ დაიჯერონ ელემენტარული რეალობა და გონება გაეხსნას?

 

მე მგონია, რომ ყველა მათი ნაბიჯი, ფრთხილად, შეპარვით, ერთი პერიოდი საერთოდ უარყოფდნენ მსგავს განცხადებებთან კავშირს, ახლა კიდევ აპარებენ როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებაში. აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ რაღაც დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, რომელიც პატარა დარტყმას ვიღაცას თუ რაღაცას მიაყენებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ. საქართველოს ინტერესში არ შედის ეს. შეიძლება ყველას ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო არასდროს და მისი ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი არის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვია
ევროპარლამენტი – საქართველოსა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინსვლა ვერ მოხდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე
ბექა ძამაშვილი – ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, გვაქვს საშუალება, რუსეთს მოვუწოდოთ განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ
დავით მათიკაშვილი – აგენტურას არაფერი ესაქმება ქვეყნის მართვაში, პოლიტიკური განაჩენი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისთვის საზოგადოებას აქვს გამოტანილი, არის უტყუარი და ასეც გაგრძელდება
გია ვოლსკი – ნიკა გილაური მეტ-ნაკლებად გამოიყურება, როგორც პროფესიონალი და უნდათ, დესტრუქციული მოძრაობის ლიდერად წარმოაჩინონ
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება რომელიც ნატო-ს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება-ჯეფრი საქსი
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ გამოცდების დაწყებას, თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა თქვენი პირადი წარმატებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება
ჯეფრი საქსი: უკრაინას შესანიშნავი ზღაპრები მოუთხრეს, რომ ნატოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, რომ გამდიდრდებოდნენ, სინამდვილეში კი პირდაპირ ომში ამოაყოფინეს თავი! საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს
მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში
ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ, სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო სწრაფვაა - ალან პერსელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა
ალან პერსელი – სამ ათწლეულზე მეტია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს მრავალი მიმართულებით
ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს