გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"

„სამი თვის წინ დავიწყე პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან - და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას.

 

იყო წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა სხვა კლასებიც. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი ფორმის ტარების კულტურას. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ.

 

წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

 

მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში გაიხსნება. ყველაფერი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება.

 

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მაქსიმალურად გვეხმარებიან", - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

მინისტრმა სასკოლო ფორმების ქსოვილის შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

 

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმა იქნება მაღალი ხარისხის. ქსოვილის შესახებ არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, გაბლნსაკუთრებით პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა პოლიესტერის გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან შერეული შესაბამისი კონცენტრაციები, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ფორმას მოქნილობას ანიჭებს და მის ცვეთადობას ამცირებს. ყველა ფორმას - იქნება ეს პიჯაკი, შარვალი თუ ქვედაბოლო - აქვს ანტიალერგიული სარჩული.

 

ზუსტად დღეს, თქვენთან სტუმრობამდე, მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება, შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე ჩვეთან შეფასდება ხარისხობრივი თვალსაზრისით.

 

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

 

ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

 

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე," - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ
გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია
ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ -მიხეილ ყაველაშვილი
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან
2 ივლისის ამინდის პროგნოზი
ლუკა წიკლაური "რადიო თავისუფლებას" ბულინგის წახალისებაში ადანაშაულებს: "ინტერვიუ დაჭრეს, კადრები დაჩეხეს და სათავისო კონტექსტით ჩემი თავი სალანძღავად მიუგდეს აგრესიულ სექტას"
ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, საელჩოში ოფიციალური მიღება იმართება
"კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისიდან
სპეციალისტების რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან
გამოვლინდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები
4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში, ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"
პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 9 000 აბონენტს შეუწყდება