ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს, - აღნიშნულია ეკატერინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ქალბატონო ეკა,
მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.
რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს", - აღნიშნავს ეკატერინა ივანიშვილი.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა და მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა.
„ქალბატონო ეკატერინე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი, ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა - გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონებამოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე", - აღნიშნა ეკა კუპატაძემ მიმართვაში.
მსგავსი სიახლეები
ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ
გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია
ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ -მიხეილ ყაველაშვილი
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან
2 ივლისის ამინდის პროგნოზი
ლუკა წიკლაური "რადიო თავისუფლებას" ბულინგის წახალისებაში ადანაშაულებს: "ინტერვიუ დაჭრეს, კადრები დაჩეხეს და სათავისო კონტექსტით ჩემი თავი სალანძღავად მიუგდეს აგრესიულ სექტას"
ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, საელჩოში ოფიციალური მიღება იმართება
"კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისიდან
სპეციალისტების რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან
გამოვლინდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები
4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში, ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
გივი მიქანაძე - "სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის"
პირველი ივლისის ამინდის პროგნოზი
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 9 000 აბონენტს შეუწყდება