ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში პირველი ნაწილი გადაურიცხა, 6 მილიარდიდან 3.9 მილიარდი ევრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, თანხა უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად დაიხარჯება.

 

„ევროკომისია დღეს იწყებს 3.9 მილიარდი ევროს გადახდას - პირველ გადასახადს დაახლოებით 6 მილიარდიანი ტრანშის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად, საკვანძო შესაძლებლობისთვის, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება", - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

 

წყაროების ცნობით, გადახდა შეფერხებული იყო, რადგან ევროკომისია ამ დრომდე ამოწმებდა უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების კონტრაქტებს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინვესტიციები დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი მოქალაქეები, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და განამტკიცოს ევროპის უსაფრთხოება.

„ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.

 





მსგავსი სიახლეები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
The New York Times: რუსი და უკრაინელი სამხედროების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა
Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა
ილჰამ ალიევი – დღეს ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ახორციელებს, არსებობს ამ გეოგრაფიის გაფართოების პოტენციალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს
აბას არაღჩი „ძლიერი პასუხით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „სიკვდილისთვისაა განწირული“
ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა
ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი -ერდოღანი
პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ამერიკელი სამხედროები ჩაერთნენ
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა