კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთი თავდაცვისთვის დამატებით 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები 2029 წლისთვის წელიწადში 80 მილიარდ ფუნტს მიაღწევს. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაყოფად ზოგიერთი საგზაო და ენერგეტიკული პროექტი გაუქმდება.
„მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა. ეს გეგმა წარმოადგენს ჩვენს საუკეთესო შეფასებას იმის თაობაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას ამ მომენტში. ახლა, წინა მთავრობებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიზრუნეთ ამ გეგმის სრულად დაფინანსებაზე, თავდაცვის ბიუჯეტი დეტალურად შევისწავლეთ. ეს ასევე გახდის ბრიტანელ ხალხს უფრო უსაფრთხოს ჩვენი შეიარაღებული ძალების თაობათა ტრანსფორმაციის განხორციელებით, უკრაინის გაკვეთილების სწავლით, რათა მოდერნიზდნენ ჩვენი სამხედრო ძალები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან როგორც დღევანდელ, ისე ხვალინდელ ომებში საბრძოლველად", - განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, სტარმერის თქმით, თავდაცვის ინვესტიციების გეგმა დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი საერთაშორისო ლიდერობა და „ააშენოს უფრო ევროპული ნატო". მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე ავითარებს ზუსტ დარტყმით იარაღს გერმანიასთან ერთად, აშენებს ფრეგატებს ნორვეგიასთან ერთად რუსული წყალქვეშა ნავების მოსაძებნად, მაგრამ თავდაცვის ინვესტიციების გეგმით კიდევ უფრო შორს წავა.
როგორც „ბიბისი" წერს, ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმა (DIP) მოიცავს 5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გამოყოფას დრონებისა და ავტონომიური იარაღის გამოყენების გაზრდისთვის. ის ასევე მოიცავს სამეფო საზღვაო ძალების „ჰიბრიდულ საზღვაო ფლოტად" გადაქცევის გეგმებს თვითმართვადი გემებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებთან ერთად, და ექვსი ახალი სამხედრო გემის დამატებას.
მსგავსი სიახლეები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
The New York Times: რუსი და უკრაინელი სამხედროების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა
Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა
ილჰამ ალიევი – დღეს ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ახორციელებს, არსებობს ამ გეოგრაფიის გაფართოების პოტენციალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს
აბას არაღჩი „ძლიერი პასუხით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „სიკვდილისთვისაა განწირული“
ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ჩავიდა
ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი -ერდოღანი
პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ამერიკელი სამხედროები ჩაერთნენ
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა