თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა.
შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1709 ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა - უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა. როგორც თვითმხილველებისგან გაირკვა, სამსახურში მიმავალმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაჩერებაზე მოულოდნელად გონება დაკარგა.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია და მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანიფიბრილაციის მართვა.ექიმი ლელა ჩუბინიძე იხსენებს, რომ დეფიბრილაციის შემდეგ პაციენტს სუნთქვა და გულის მუშაობა წამიერად აღდგა, თუმცა მალევე განმეორდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია და ბრიგადის წევრების მიერ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაცული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 45 წუთში მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა და ბრიგადამ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაიწყო.
ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტის მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კლინიკის ეზოში შეყვანისას გულის გაჩერება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის და კლინიკის ექიმების კოორდინირებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაციენტის გულის მუშაობა კვლავ აღდგა და მისი მკურნალობა გაგრძელდა კლინიკაში.ექიმმა ლელა ჩუბინიძემ რამდენჯერმე მოიკითხა მის მიერ გადარჩენილი პაციენტი. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდანაც გაეწერა.ექიმი ლელა ჩუბინიძე უკვე 20 წელზე მეტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია
ექიმი ლელა ჩუბინიძე; უმცროსი ექიმი ოთარ ოთარაშვილი; მძღოლი მერაბ ჯიქიძე - წერს სოციალურ ქსელში "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".
მსგავსი სიახლეები
"ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს, იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა" -ეკა კუპატაძე
ვ ი რ თ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი -ჯონდი ბაღათურია
თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე მიმართვას ავრცელებს
"ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე"-მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
დავით ქართველიშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს
გია აბაშიძე: საქართველოსთვის უზბეკური ტვირთების მოზიდვა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ გულისხმობს - საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ტვირთზე მოთხოვნით სარგებლობდეს
ანაკლიის ირგვლივ ყალიბდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი დონე - დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი – მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდებზე
არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს… არ შეიძლება!- 22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! -სანდრო ელოშვილი
ვიცით ყველაფერი და ცოტა ღირსეულად მოიქეცით, ნურც ეკლესიას აზიანებთ და ნურც მტერს ახარებთ, როგორ გგონიათ, ამ სამარცხვინო ქცევებს გარედან ვერ ხედავენ?-სოსო მანჯავიძე
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან
"დაუმთავრებელი სიყვარული -ქორწილამდე ერთი კვირით ადრე შეწყვეტილი სიცოცხლე" -ირანის ელჩი ემოციურ წერილს აქვეყნებს
წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია-ეკა კუპატაძე
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ჯაბა ხუბუა
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?-ნიკა გვარამია
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს