რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე

უკრაინის პარლამენტის სპიკერს რუსლან სტეფანჩუკს დაუწერა სოციალურ ქსელში (თანაც ქართულად, ალბათ ვიღაც ჩვენებური დაეხმარა), რომ უკრაინას არ ჭირდება "რუსული ნარატივის" მქონე საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაო.


იგი გულისხმობს გაეროში უკრაინის ტერიტორიული  მთლიანობის რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს დაფიქსირებულ საქართველოს მხარდაჭერას - მაშინ, როცა აშშ-მა თავი შეიკავა.


რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?მას კონკრეტულად არ მოსწონებია პაპუაშვილის მიერ ნათქვამი - ჩვენ უკრაინას ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ, კიევი კი თბილისის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერის დროს უმადურობას ამჟღავნებსო."გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა", რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს", - წერს სტეფანჩუკი. ესე იგი, ჩვენ, გმირები თუ არა, მინიმუმ, წესიერები მაინც ვყოფილვართ.თუმცა სტეფანჩუკი უეცრად მრისხანედ გვეუბნება: "ვინც უკრაინას „უმადურობაზე" მუდმივად საყვედურობს, სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს... ჩვენ ნამდვილი მოკავშირე და მხარდამჭერები გვჭირდება და არა რუსეთუმეებიო", - ხაზს უსვამს ვერხოვნა რადას

 

სპიკერი.https://www.facebook.com/stefanchuk.official/posts/pfbid0kiP5aU3Hp74ztqwrtiURSML48ZYPJQ57TdM6eXQCbTu49jG4PYhY1hue2mP5w9E8l შეიძლებოდა ეს შეხლა-შემოხლა მხოლოდ სტეფანჩუკ-პაპუაშვილის პირად კონფლიქტად ჩაგვეთვალა, მაგრამ, ჩემი აზრით, მთლად ასე არ არის. მე ადრეც დავწერე, რომ უკრაინა თვითონვე გაერკვევა თავის პრობლემებში, ხოლო საქართველომ ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე მუდამ მხარი უნდა დაუჭიროს-მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინა ჩვენ არ გვთვლის ისეთ სახელმწიფოდ, რომლის მხარდაჭერა მას ჭირდება.ანუ ჩვენ არ ვართ არც ძლიერი დიდი ბრიტანეთი, არც საფრანგეთი და არც სხვები. ისე, იქნებ ისიც განმარტოს ბატონმა უკრაინელმა სპიკერმა, რატომ შეიკავა ამერიკამ თავი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაეროში?

დონალდ ტრამპმა იმდენჯერ გააკრიტიკა და შეურაცხყოფა მიაყენა ზელენსკის და მის მმართველ პარტიას, რომ პაპუაშვილის ნათქვამი არაფერია მასთან შედარებით. რატომაა ჩუმად სპიკერი და ამერიკას არ აკრიტიკებს? ვთქვათ, კონგრესის წარმომადგენლთა პალატის სპიკერს? ან მთლად უფროსს მისტერ დონალდს?ნახა საქართველო დაბალი ღობე? და მაინც, მე მხარს ვუჭერ უკრაინას - როგორც სუვერენულ სახელმწიფოს - აგრესორ რუსეთთან ომში.სტეფანჩუკები და სხვები მოდიან და მიდიან, უკრაინა კი მუდამ დარჩება და საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას განაახლებს"- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, სიმონ კილაძე.





მსგავსი სიახლეები
"ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს, იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა" -ეკა კუპატაძე
ვ ი რ თ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი -ჯონდი ბაღათურია
თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე მიმართვას ავრცელებს
"ბევ­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია იწე­რე­ბა და ყვე­ლამ იცო­დეთ სი­მარ­თლე"-მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
დავით ქართველიშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე: საქართველო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ საპორტო მოდელს საკუთარ გეოეკონომიკურ ამოცანებს არგებს
გია აბაშიძე: საქართველოსთვის უზბეკური ტვირთების მოზიდვა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ გულისხმობს - საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ტვირთზე მოთხოვნით სარგებლობდეს
ანაკლიის ირგვლივ ყალიბდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი დონე - დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი – მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდებზე
არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს… არ შეიძლება!- 22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! -სანდრო ელოშვილი
ვიცით ყველაფერი და ცოტა ღირსეულად მოიქეცით, ნურც ეკლესიას აზიანებთ და ნურც მტერს ახარებთ, როგორ გგონიათ, ამ სამარცხვინო ქცევებს გარედან ვერ ხედავენ?-სოსო მანჯავიძე
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან
"დაუმთავრებელი სიყვარული -ქორწილამდე ერთი კვირით ადრე შეწყვეტილი სიცოცხლე" -ირანის ელჩი ემოციურ წერილს აქვეყნებს
წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის. ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია-ეკა კუპატაძე
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ჯაბა ხუბუა
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?-ნიკა გვარამია
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს