შაბათი, ივნისი 10, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებილაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

spot_img

ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ჯილდო სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა.

შედეგად, გასულ წლებში გულშემატკივრებმა, ამჯერად კი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა ტალახაძე კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები