ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

38
spot_img

 

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ძიუდოისტები ხუთ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ – 90 კგ, 100 კგ,+100 კგ (კაცები); 78 კგ, +78 კგ (ქალები).

შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით გამოვიდა:

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა ბაბუციძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე;

-100 კგ სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე;

+100 კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე;

-78 კგ ეკა ზამთარაშვილი

+78 კგ სოფიო სომხიშვილი

თბილისის გრანდ სლემზე ჯერჯერობით 10 ძიუდოისტი განაგრძობს მედლებისთვის ბრძოლას. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა აზერბაიჯანელი თალიბოვი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.