კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა

20
spot_img

კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში რუსების რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები დაზიანდა და 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოსა და ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 6 მაღალსართულიანი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა. დაზიანდა ასევე ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები, ადმინისტრაციული შენობა და 3 ავტომობილი.

შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 2 ერთეული ტექნიკა და 15 ადამიანი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა წუხელ, კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული „კალიბრის“ ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტიდან ორი ჩამოაგდეს.