,,ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შეჩერება რთულია”- ჩავი ერნანდესი

37
spot_img

ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შეჩერება რთულია, – განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე.

„ოსიმენი და კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე და მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის საკვანძო იქნება დაცვაში კარგად ვითამაშოთ, რადგან კვარაცხელიას, ოსიმენის და პოლიტანოს შეჩერება რთულია, მათ განსხვავების შექმნა შეუძლიათ.

„ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების კლუბია, არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან წავალ. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა, ეს მოტივაცია ჩემს ფეხბურთელებს გადავცე. ჩვენთვის მერვედფინალში დაბრუნება იმედის მომცემია. ვეცდებით, მოედანზე ვაჩვენოთ ყველაფერი, რაზეც ვიმუშავეთ. შეტევასა და დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია“, – აღნიშნნა ჩავიმ.

შეგახსენებთ,  „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.