ხელისუფლება, როგორც აწარმოებს საერთაშორისო ურთიერთობებს, ზუსტად ასახავს იმ წარმოდგენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩვენს პარტნიორებზე-საბა ბუაძე

17
xr:d:DAFhNM30BCA:2,j:45926897342,t:23042612
spot_img

ჩვენი პარტნიორები არც იმუქრებიან, არც იტყუებიან, არც არაფერს ამატებენ, უბრალოდ ამბობენ, რას უპასუხებენ იმ მტრულ ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს, –  ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„პუტინის რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, როგორც აწარმოებს საერთაშორისო ურთიერთობებს, ზუსტად ასახავს იმ წარმოდგენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, ჩვენს პარტნიორებზე. ფაქტობრივად, დახლი აქვს გამოდგმული და ვაჭრობს, ვაჭრობს ოღონდ საკუთარი ფულისთვის, ეს ხომ მან პირდაპირ თქვა, რომ ერთადერთი რაც მისთვის არის ყველაზე ძვირფასი, არის მისი ფინანსები და ზუსტად მაგ მიმართულებით მიიღებს ყველაზე სერიოზულ დარტყმას, როდესაც  ეს სანქციების წნეხი მივა პირდაპირ ივანიშვილამდე და ის რომ მივა ეს წნეხი ივანიშვილამდე, ეს არის დღევანდელ დღესავით ცხადი, იმიტომ რომ ვხედავთ, ეს პროცესი არის დაწყებული და არის მზარდი. ჩვენი პარტნიორები არც იმუქრებიან, არც იტყუებიან, არც არაფერს ამატებენ, უბრალოდ ამბობენ, რას უპასუხებენ იმ მტრულ ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს“, – განაცხადა საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.