“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოება

59
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ეროვნული ჯილდოს,   გრან-პრის მფლობელი კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა. 

გამარჯვებულს ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია “ოქროს ბოლნური ჯვარი” გადაეცა.

მედიაჰოლდინგ”ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოებაზე – 2023-2024 წლის 21 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კატეგორიაში –  უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური დაასახელა. წლის საუკეთესო დამსაქმებლად “ნიკორა სუპერმარკეტი” დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგზე უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად “ჯორჯიან პროდაქტსი” დასახელდა. ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად “სოკარი” დაასახელეს.
მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის ჟიურის რჩეული “კავკასიის ავტოიმპორტი” გახდა.

“გულწრფელად გეტყვით, რომ გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე, ძალიან დიდი და საინტერესო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც, უკვე ათეული წლებია, ბაზარზე არსებობენ და მათ შორის ჩვენი კომპანიის გამორჩევა ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, ყველა წარმატების საფუძველი თავდაუღალავი შრომაა, რასაც, ჩვენი კომპანია უკვე 25 წელია ახორციელებს. მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია სწორედ ისიც, რომ ჩვენ ვართ ალკოჰოლის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიათა ხუთეულში. ვაწარმოებთ ღვინოს, ჭაჭას, ცქრიალა ღვინოს, უამრავი დასახელების პროდუქტს, ვმუშაობთ 27-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტის მიმართულებით. დღევანდელი წარმატებაც, სწორედ ჩვენი მრავალ ასეული თანამშრომლის შრომის შედეგია”, – აცხადებს ეროვნული ჯილდოს მფლობელი, კომპანია, “ასკანელი ძმების” გენერალური დირექტორი, ირაკლი უგლავა.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კატეგორიაში –  უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური დაასახელა. წლის საუკეთესო დამსაქმებლად “ნიკორა სუპერმარკეტი” დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგზე უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად “ჯორჯიან პროდაქტსი” დასახელდა. ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად “სოკარი” დაასახელეს.
მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის ჟიურის რჩეული “კავკასიის ავტოიმპორტი” გახდა.

ღონისძიება შეაფასა, მის მნიშვნელობაზე და პროექტის კიდევ უფრო გაფართოებაზე საუბრობს მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორი, მალხაზ გულაშვილი.

“ბიზნეს რეიტინგი 1995 წელს დაიწყო. შესაბამისად, ორ საუკუნეში გაჭიმული ღონისძიებაა. მალე მე-4 პრეზიდენტსაც გამოვიცვლით. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია, იმიტომ ძლებს ეს ღონისძიება, რომ იმ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რასაც ჰქვია მდიდარი სახელმწიფო, მდიდარი ადამიანი და შეძლებული ბიზნესმენი. ჩვენს ბიზნეს დაჯილდოებაზე, თავს იყრიან ბიზნესმენები, რომლებიც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს, დოვლათს, სავალუტო რესურსებს, საექსპორტო პოტენციალს ქმნიან. შეაქვთ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხა. აძლიერებენ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ამ ღონისძიებით კი, მათი წახალისება ხდება, რათა უფრო მეტად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. დღევანდელი დღის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მთავრობის, მედიისა და დიპლომატების თავმოყრა, რათა ყველამ ერთად, ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭირონ. სწორედ შეძლებული ბიზნესმენი, ძლიერი კომპანია არის ქვეყნის მომავლის, განვითარების მთავარი ფაქტორი. ჩვენს დაჯილდოებაზე, წარმოდგენილია სწორედ, ისეთი ძლიერი კომპანიები,რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკის 90 პროცენტს,”-განაცხადა მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორმა, მალხაზ გულაშვილმა.

ქვეყნის მთავარი ექსპორტიორის, ასევე გარდამავალი ინვესტორის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიის Georgian Products-ის დამფუძნებელი, დავით ბარდაველიძე  “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს გამარჯვება ბიზნესისთვის მეტი მოტივაციაა.

“ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც ბიზნეს, მედიას და ხელისუფლებას ერთმანეთს ახვედრებს. ეს იდეა, ცოცხლობს 1995 წლიდან, ვულოცავ “ჯორჯიან თაიმსის” გუნდს, ამ კიდევ ერთი მშვენიერი საღამოს ასე ღირსეულად ჩატარებას. ეს ნომინაცია  ეკუთვნის ჩემს პარტნიორსაც. საქართველოს ენერგეტიკაში 200 მილიონამდე ინვესტიციას ვახორციელებთ. ჯილდოს არ ველოდი, მაგრამ ჟიურიმ დამსახურებულად გადაწყვიტა, ჯილდო ჩვენი ჯგუფისთვის გადმოეცა. მადლობა, ამ დაფასებისთვის ჟიურის. ეს ჩვენთვის, კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა. გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს,”-განაცხადა დავით ბარდაველიძემ.

წლის საუკეთესო დამსაქმებლის ნომინაციაში გამარჯვებული კომპანია “ნიკორა სუპერმარკეტის” აღმასრულებელი დირექტორის,  თემურ ალექსანდრიას განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება და ბიზნესის წახალისება, დიდი მოტივაციაა ბიზნესისთვის.


“მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და დიდი მოტივაციაა ბიზნესისთვის, რისთვისაც, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის ორგანიზატორებს. რაც შეეხება ნომინაციაში გამარჯვებას, გარკვეულწილად გვქონდა მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდ რესურსს ვდებთ ჩვენს კომპანიაში დასაქმებულების წახალისებაში. მათთვის შესაბამისი სამოტივაციო პაკეტების შემუშავებაში”,- განაცხადა კომპანია “ნიკორა სუპერმარკეტის” აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპანია BMG დაასახელა.

კომპანია PSP-მ ასვე გაიმარჯვა ექსპერტების რჩეული კომპანიის ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის – PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

“პირველ რიგში დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და “ჯორჯიან თაიმსის” გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს ყოველწლიურად, რომ ასეთი დღესასწაული მოგვიწყოს ბიზნეს სექტორს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს პირველი ჯილდო არ არის, როგორც ლიდერი ბიზნეს კომპანია, თავის დარგში, არაერთი პრიზი გვაქვს წლების განმავლობაში მიღებული. ძალიან მიხარია, რომ წელს, უკვე მეორედ გავხდით მედიის რჩეული- ბიზნესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გავხდით გამარჯვებული, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. თითოეული აღიარება და ჯილდო კომპანიის 5000 თანამშრომლის ყოველდღიური შრომის შედეგი და დამატებითი მოტივაციაა, წარმატებით გავაგრძელოთ მომხმარებელზე ზრუნვის 30 წლიანი ისტორია”- აცხადებს PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ნომინაციაში – სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი გუნდის პროფესიონალიზმი – “ავერსი” და პაატა კურტანიძე დასახელდა. “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლალი ბრეგვაძის განცხადებით, ყოველ წელს კომპანია განსაკუთრებულ სიახლეებს ელოდება ბიზნეს დაჯილდოებისგან. “წლიდან წლამდე, ყოველთვის დიდი ინტერესი აქვს ბიზნეს დაჯილდოებას. სხვათა შორის “ჯორჯიან თაიმსი” ყოველთვის გვანებივრებს, სულ რაღაც სიახლეებს ველოდებით. წლევანდელი ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანია “ავერსისთვის” წელს გავხდით, როგორც მაღალი ტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “ავერსი” 30 წლის კომპანიაა და ყოველთვის ზრუნავს იყოს ინოვაციური. მაღალტექნოლოგიური კლინიკების ქსელს, ეს ტიტული დიდი ხანია აქვს და სააფთიაქო ქსელმაც, რომ მიიღო ეს ჯილდო ჩემთვის, როგორც “ავერსის” წარმომადგენლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. მადლობა “ჯორჯიან თაიმსს” ამ დაფასებისთვის, ჩვენ კიდევ ბევრს ვიშრომებთ იმისთვის, რომ კომპანია “ავერსი”, ძალიან ბევრ ნომინაციებში იყოს გამარჯვებული,”-განაცხადა”ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ.

“გაერთიანება ღვინო ბოლნისის” დამფუძნებლის გურამ ავქოფაშვილის განცხადებით,  ბიზნეს დაჯილდოება კიდევ უფრო პოპულარულს გახადის  ღვინის წარმოებას .

“მე ახლა თქვენთან ვსაუბრობ ბოლნისელი მეღვინეების სახელით. ვარ “გაერთიანება ღვინო ბოლნისის” დამფუძნებელი. ჩემთან ერთად ჩემი მეგობრებიც არიან მეღვინეები, ჩვენ ვართ ენთუზიასტი მეღვინეები ბოლნისიდან. ჩვენს გვერდით არიან ასურეთული მეღვინეები ასევე, ენთუზიასტები და მარნეულელი მეღვინეები. ერთმანეთის თანადგომით, ვამზადებთ ქართულ ნატურალურ ღვინოს. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, რომ გავიმარჯვეთ ასეთ ნომინაციაში, რომელსაც ჰქვია “ბოლნისური ღვინის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია”.  უძველესი ტრადიციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და საზოგადოებრივი იმიჯი გვაქვს, ეს ძალიან დასამახსოვრებელია დიდი მადლობა, მალხაზს, „ჯორჯიან თაიმსს“. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ვთანამშრომლობთ. რაც მთავარია, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, “არემჯის” მხარდაჭერით, რომლებთანაც მემორანდუმის საფუძველზე ვთანამშრომლობთ. დამკვიდრდა უკვე, რომ ბოლნისური ღვინის იმიჯი საქართველოში შეფასებულია უცხოელი მაღალი დონის ექსპერტების მხრიდან და რაც მთავარია, ჩვენი ქართველი საერთაშორისო დონის ექსპერტები დადებითად აფასებენ ჩვენს ღვინოს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს შრომას შედეგი აქვს. უფრო მეტი მოტივაციაა, როდესაც ასეთ ღონისძიებაზე, დაგპატიჟებენ და ნომინაციაში გაიმარჯვებ. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ ღვინის წარმოება ჩვენს მხარეში და რაც მთავარია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ,”-განაცხადა  “გაერთიანება ღვინო ბოლნისის” დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა,  რომლის კომპანიამაც გაიმარჯვა ნომინაციაში: ბოლნისური ღვინის წარმოების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, საზოგადოებრივი იმიჯი.

ბიზნეს რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ბიზნეს რეიტინგს აფასებს, როგორც ქართული ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს.

“უკვე წლებია, რაც “ჯორჯიან თაიმსი” ამ შესანიშნავ ფორმატში, ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებას დიდი წარმატებით ატარებს. ეს ღონისძიება, ერთის მხრივ ძალიან სახალისოც არის და ამასთანავე, ძალიან სერიოზულიც. ეს არის ბიზნესისა და კერძო სექტორის ერთად შეკრების ინიციატივა, სადაც ისინი აქ ერთმანეთს უყურებენ არა როგორც კონკურენტები, არამედ როგორც პარტნიორები იმ დიდ საქმეში, რასაც ქართული ბიზნესის ხელშეწყობა ჰქვია. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესოა, მისაბაძია და წარმატებას ვუსურვებ სამომავლოდაც, -აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ყველას ვალია შეძლებისდაგვარად მხარში დაუდგეს ქართულ ბიზნესს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც არის “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს დაჯილდოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება.
“ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ღონისძიება. მინდა მის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს, „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტსა და მის უნიკალურ გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. მრავალი წელია, რაც „ჯორჯიან თაიმსი“ ქართულ ბიზნესს მხარდაჭერას უცხადებს, რაც ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ერთი რამ: თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და წინ წავიდეს, ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება, მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი, რომ დღევანდელი ღონისძიების მსგავსი აქტივობები იყოს სულ უფრო და უფრო მზარდი და მეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, რაც ქვეყნის მთავარი ხერხემალია, ასეთ ღონისძიებებში პოპულარიზაციის შედეგად, სულ უფრო და უფრო წინ წავა, განვითარდება, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს. ყველას გვევალება, შეძლებისდაგვარად მხარში დავუდგეთ ქართულ ბიზნესს. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანი”, -აცხადებს დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

ბიზნეს რეიტინგში ახლა უკვე ექსპერტის სახით მონაწილეობს გიორგი ხანიშვილი, რომელიც წლების წინ თვითონაც დამწყები მეწარმის სახით იღებდა ღონისძიებაში მონაწილეობას.

“მე მინდა ქართულ ბიზნესს მივულოცო კიდე ერთი, უკვე ოცდამესამე დაჯილდოება. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფეხდაფეხ მოვყვები ამ ღონისძიებას. ეს დღე აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორ მიდის წინ, ის რაც წარმატებული ბიზნესისთვის 20-25 წლის წინ დამახასიათებელი იყო 300 000 და 1 000 000 ლარის მოგება, დღეს მილიარდებში იზომება უკვე. თუკი ადრე 20-30 ბიზნესი იყო წარმატებული, დღეს უკვე ასეულობით ბიზნესია წარმატებული. აქ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმები, რითაც ეს ბიზნესები ფასდება. მაგალითად, რა მოგებებზე გადის ეს ბიზნესი, როგორია მისი სახელფასო ფონდი, რომელიც, საქართველოს მოქალაქეებამდე მიდის, როგორია მის მიერ სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსება,”- განაცხადა ექსპერტმა გიორგი ხანიშვილმა.

ჯორჯიან თაიმსის ბიზნეს დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე,რომლებმაც სხვა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ბიზნესმენების დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა.

“წლებია ბიზნეს დაჯილდოება ტარდება და ამას თავისი წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში, რადგან ეს არის გარკვეულწილად სტიმული, სტიმული იმისა, რომ ვინც საქმეს აკეთებს ღირსეულად და წარმატებულად აუცილებლად აფასებენ და აფასებს ქართული საზოგადოება. და მიხარია რომ წელს ენერგეტიკული სექტორიც არის წარმოდგენილი იმ ნომინაციებში, რომლებიც დაჯილდოვდნენ. წარმატებები მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო, რაც შეიძლება მეტი კარგი საქმის კეთება. მათი წარმატება მეტი დასაქმებაა, მეტი დოვლათია ქვეყნის ეკონომიკაში და მეტი შემოსავლებია ბიუჯეტში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი,”- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნეს დაჯილდოება დიდი სტიმულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას აკეთებენ.

“მინდა მივულოცო ყველა კომპანიას, რომელიც დღეს დაჯილდოვდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია,რომელიც უკვე სამი ათეული წელია კეთდება ქართულ ბიზნეს სივრცეში და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოვლათს ქმნიან. კიდევ ერთხელ ვულოცავ კომპანიებს, ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობას და გამარჯვებას. პირველ რიგში მათი დამსახურებაა, რომ ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ასევე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო “ჯორჯიან თაიმსის” და მისი დამფუძნებლის, მალხაზ გულაშვილის წვლილი, ამ პროექტის განვითარებაში, რომელიც უკვე სამი ათეული წელია ვითარდება. ძალიან ბევრი კომპანია მონაწილეობს ამ დაჯილდოებაში და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც დიდი სტიმულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას აკეთებენ, ადამიანებს ასაქმებენ, პროდუქტს ქმნიან. წარმატება ყველას და პროექტსაც,”- განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

 ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – “სოკარი”

ოქროს სპონსორია – “ასკანელი ძმები”.

სპონსორები არიან:

1. “გაერთიანება ღვინო ბოლნისი”

2. “კავკასიის ავტოიმპორტი”

3. “პრემიუმ ღონისძიებები”

4. “თამმენეჯმენტი”

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:

1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.