„ჩვენ ჯერ არ გვინახავს უკრაინის რეალური კონტრშეტევა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.
„კარგი დასაწყისი ვნახეთ, ასე ვთქვათ, ზომიერი. კონტრშეტევა ჯერ არ გვინახავს. გაცილებით მეტი იქნება. რასაც ახლა ვხედავთ, გარკვეული საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვუწოდებდი ფორმირების ოპერაციებს.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული კონტრშეტევისთვის მომზადებას თვეები დასჭირდა და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან შეიარაღებული ძალების მომზადებას, მათ აღჭურვილობას, წვრთნას, ყველა სახის საკმარისი რაოდენობის რესურსების მოპოვებას დიდი დრო სჭირდება. მომზადება მოითხოვს უამრავ რესურსს და დიდ ძალისხმევას ყველა ჩართული ადამიანისგან“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.