ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ ახალი განკარგულება გამოსცა

28
spot_img
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ახლადდანიშნული პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ახალი განკარგულება გადაეგზავნათ, სადაც წერია, რომ ახალი პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციის წარდგენას ავალებს, როგორი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო და პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

,,დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)/ მის მიმართვაში არსებული ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შპს “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” (შემდგომში – კლინიკა) პროექტის ალტერნატიული/განახლებული კონცეფცია,” – წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება 24 თებერვალს გააუქმა.