Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:09 25.03.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.

 

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge