Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:20 25.03.2020
„დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ!“

გიორგი გიგაურის ბლოგი:

 

უფალი მოწყალეა და თუ შესთხოვ, აუცილებლად შეგინდობს, ინგა! ამთავითვე ვიტყვი: ვინც ამაზე იღლიცინებს და გაიხარებს, დაუნანებლად დავემშვიდობები! ამიტომ, გთხოვთ, კარგად გაიაზრეთ, რასაც დაწერთ! ამ პოსტსაც, ღმერთია მოწამე, ნიშნის მოგებისთვის არ ვწერ! უბრალოდ, ყველა ღვთისმგმობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებლად მოეკითხება - ისევ და ისევ მონანიებისა და განწმენდისთვის! დიახ, სულ ერთი დღის წინ ვწერდი ღვთისმგმობელთა გასაგონად, გაფრთხილდით, მოგეკითხებათ მეთქი! გრიგოლიას დირექტორობით ღმერთთან მებრძოლი ტვ პირველი კი, მგონი, სიშლეგით, გვარამია-გაბუნია-კვესიტაძის ტელებორდელსაც აჭარბებს!

 

დიახ, როგორც ინგა გრიგოლია წერს, მან ფეხი მოიტეხა: ,,კორონა არა,მაგრამ ფეხი კი მოვიტეხე. ხოდა, ვწევარ ახლა ნაოპერაციები და ფეხმოტეხილი ამ საგანგებო ეთერებისას და ვსკდები გულზე. გამოტყდით, ვისი თვალი მეცა, ან ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო. არადა, კორონას პანიკა მქონდა...''

 

შეგახსენებთ, ამ ორიოდე კვირის წინ, ვახო სანაია გახდა ცუდად სამსახურში, ეკლესიის მგმობელი ტოკ-შოუ რომ ჰქონდა დაანონსებული და პირდაპირი ეთერის სტუდიის ნაცვლად, საავადმყოფოში მოხვდა! მოკლედ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ინგა გრიგოლიაც და მისი კოლეგებიც ამ ყველაფრიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და მოინანიებენ, რასაც სჩადიოდნენ, ღიად და მიზანმიმართულად ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ! გაფრთხილდით! ინგა გრიგოლიას კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! უფალი მოწყალეა, შეგინდობს და შეგეწევა, ინგა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge