Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:34 24.03.2020
„ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოუწოდებს, გააუქმონ სანქციები“

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, გააუქმონ სანქციები, რომლებიც ხელს უშლის სურსათის, სამედიცინო დახმარებისა და პირველადი აუცილებლობის პროდუქტების მიწოდებას. გუტერეშის განცხადებით, უნდა მოიხსნას შეზღუდვები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე, რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტების და სხვა საქონლის მიწოდებაზე ეპიდემიასთან საბრძოლველად. „ეს არის სოლიდარობის და არა იზოლაციის დრო. კორონავირუსი მოითხოვს ისეთ პასუხს, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. დიდი ოცეულის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული შესაძლებლობა გააჩნია, გამოვიდეს საპასუხო ზომების უდიდესი პაკეტით ვირუსით გამოწვეული საფრთხის ასარიდებლად. ეს მოახდენდა სოლიდარობას მსოფლიო ხალხებთან, განსაკუთრებით კი მათთან, რომლებიც უმეტესად მოწყვლადი არიან“ , - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge