Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:13 24.03.2020
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას"

„საკოორდინაციო საბჭოზე  დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების  ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა მსგავსი სამუშაოები,  რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში," - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა განმარტა, უახლოეს დღეებში სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნესასოციაციებს მთავრობა ასევე მიაწვდის დარგობრივ გაიდლაინებს.  „ბევრი შეკითხვა შემოდის საწარმოებიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, უბრალოდ მოვითხოვთ მენეჯერებისგან, რომ ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას და შეასრულონ უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge