Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:45 23.03.2020
"მე მიყვარს კორონა და დიახ, დღეს საქართველი ყველაზე მაგარი ქვეყანაა!"-ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მე მიყვარს კორონა!

ახლა კარგად მომისმინეთ!!!

90-იან გამოვლილების გადასარჩენია ქვეყანა,

ჩვენ ვინც 45-დან 55 წლამდე ვართ!!!

ჩვენი მშობლები რისკის ჯგუფში არიან, ხოლო ჩვენს შვილებს, ჩვენნაირი არც იმუნიტეტი აქვთ და არც გამოცდილება!!!!

დღეს რომ მითხრან, შენი სიცოცხლე გვჭირდება, არ დავფიქრდები ისე გავიღებ, იმიტომ რომ ლამაზად ვიცხოვრე და მინდა ჩემმა მონაგარმაც ნახოს ეს ლამაზი ცხოვრება!

რა გჭირთ?

რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით?

რა ეგოიზმმა შეგიპყროთ?

სულ არ ფიქრობთ მომავალ თაობაზე?

ასე ძალიან რამ შეგაყვარათ საკუთარი გვამი?

აბა ეკლესიურები ვართო? რელიგია ჩვენი ცისკარიაო?

უმეტესობა მხდალი და არარაობა აღმოჩნდა!

გამოკეტილხართ, ისიებთ ერთ ადგილს და ზლუქუნებთ!

ალბათ ეს რომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა ყოფილიყო, დიდი ხანია მიატოვებდით სამშობლოს!

კვლავ რიგები იდგებოდა წითელ ხიდზე და აეროპორტში!

ნახევარი საუკუნეა ამძიმებთ მიწას და სულ არ ფიქრობთ პატარებზე? რას ასწავლით? პანიკას და ისტერიკას?

დიახ მე მიყვარს კორონა, რომელმაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!

რატომ იყორავდით მუცელს სამარხვო ნამცხვრებით, თან სანთლებს ანთებდით და თან ძირს უთხრიდით მოყვასს!

აი შედეგი მუდმივი წუწუნის!

ხომ ოცნებობდით მეტეორზე?

მიიღეთ!

ახლა გონს მოდით

45-55 ასაკის ადამიანებო!

ჩვენი გადასარჩენია ქვეყანა, ჩვენი სიცოცხლე დავდოთ ფსონზე, რომ უმცროსმა თაობამ ბედნიერად იცხოვროს!

სადაც დაგჭირდებით იქ ვიქნები, მე მიყვარს კორონა, რომელმაც დაარესტარტა და გაწმინდა ეკოლოგია!

მე მიყვარს კორონა, რომელმაც დაგვანახა რა პატარები ვართ და რა დიდია უფალი!

მე მიყვარს კორონა, რომელმაც ჩემს ქვეყანაში დაამარცხა ფსევდო ლიბერალიზმი და კვაზი ენჯეოები,

მადლობა მას, რომ დამანახა საქართველო, თავისი მედ.პერსონალით, პრემიერით, მერით და ჩუმი, თავმდაბალი მეცენატით!

დიახ, დღეს საქართველი ყველაზე მაგარი ქვეყანაა!

ნატო და ევროკავშირი შეგვეხვეწოს აწი!

გადაივლის ეს ყველაფერი და ყველას პასუხი გაეცემა!!!

P.S.არა ბიჭო და ხუთვარსკვლავიანი კარანტინები, უფასო ფრენები, კვება, ლოიალური საბანკო პოლიტიკა, სულ ისე რიგდება..."-წერს ლალი მოროშკინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge