Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:06 23.03.2020
„გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში - მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება“

სანდრო ბრეგაძე “ქართული მარშის” სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს:

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას!!! გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში. მოგიწოდებთ, გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება. გამოაცხადეთ საყოველთაო კარანტინი. მთელი ჩვენი ადამიანური რესურსით მზად ვართ დავეხმაროთ ხელისუფლებას ყველაზე მძიმე ადგილებში, ვიყოთ ბრძოლის წინა ხაზზე. ვფიქრობთ, რომ დღეს არ არის პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების ჭიდილის დრო. საქართველოს ისტორიისთვის ამ ყველაზე მძიმე წუთებში საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, მხოლოდ სამშობლოს და ქართველი ერის გადარჩენის მიზნით შეპყრობილები, მხოლოდ ასე შევძლებთ გამარჯვებას. უფალი ფარავდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge