Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:11 22.03.2020
„ლაპარაკია დენის ვაუჩერზე - არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რათა მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“

ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა მედიას განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ კრიზისი, რომელიც შეიძლება ორი თვე გაგრძელდეს, შეამსუბუქოს. „ამ პერიოდში საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკიდურესად გაუჭირდებათ ცხოვრება, იმიტომ რომ ან სამსახური დაკარგა დროებით, ან შემოსვლის წყარო შეუმცირდა. ამიტომ, ზუსტად, როდესაც კრიზისულ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ ბიუჯეტზე ვმუშაობთ და დღესაც, ამ შეხვედრის მერე უნდა გადავაწყოთ ბიუჯეტი ამ სულისკვეთებით, ამ ფილოსოფიით, უნდა გადაეწყოს ბიუჯეტი, რომ პერიოდში, რომელიც შეიძლება ორი თვე გაგრძელდეს, რა შეიძლება სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას. არის სხვადასხვა ვარიანტები. ღიად გეტყვით, არის მაგალითად, რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე საუბარი, რომლითაც შეიძლება შეამსუბუქო. არის მეორე ნაწილი ბიზნესთან ერთად ვისაუბროთ, რომ ჩვენ საშემოსავლოს ნაწილში დავუთმოთ, რომ მათ ხელფასის გადახდა გააგრძელონ“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge