Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:41 22.03.2020
„დღეს მოსკოვიდან რომში რვა დიდგაბარიტიანი სატვირთო თვითმფრინავი გაფრინდება, რომლებიც იტალიაში რუსი სამხედრო ექიმების ბრიგადებს ჩაიყვანს“

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

„რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა იტალიას დაეხმაროს: ვლადიმერ პუტინი წუხელ პრემიერ ჯუზეპე კონტის ტელეფონით ესაუბრა. დღეს მოსკოვიდან რომში რვა დიდგაბარიტიანი სატვირთო თვითმფრინავი გაფრინდება, რომლებიც იტალიაში რუსი სამხედრო ექიმების ბრიგადებს ჩაიყვანს და თან წაიღებს მედიკამენტებს, სასუნთქ აპარატებს და სხვა სანიტარულ-ჰიგიენურ საგნებს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით. https://tass.ru/obschestvo/8045993… იტალიის ვირუსულ სტატისტიკაზე მოკლედ ვიტყვი: სიტუაცია უარესდება. ამ ფონზე ჩვენ უფრო მტკიცედ უნდა დავიცვათ სანიტარული წესები და შევასრულოთ მითითება-რეკომენდაციები.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge