Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:16 21.03.2020
„ევროპაში ისე იქცევიან, თითქოს პირუტყვულ ნაციზმს უბრუნდებიან - მიუშვეს ვირუსი, რომელიც ბუნების "სანიტარი" მგელივით იქცევა, სიკვდილს მიჰყავს მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ახალგაზრდები“

ბლოგერი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტის დინა მირცხულავას პოსტს აქვეყნებს: 

 

პირველ რიგში, არ დამზარდეთ და ევროპაში სიკვდილიანობის ბოლო მონაცემები მომაწოდეთ რა, ხოლო მეორე რიგში, ცოტა შოკში ვარ.. ევროპაში უკვე ისე იქცევიან, ბოროტი რომ ვიყო, ვიფიქრებდი ძალიან შავ სცენარზე! რომ პირუტყვულ ნაციზმს უბრუნდებიან... .. მიუშვეს ვირუსი , რომელიც ბუნების "სანიტარი" მგელივით იქცევა, სიკვდილს მიჰყავს მოხუცები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ახალგაზრდები... შემოდგომაზე დაითვლიან რამდენი ასაკობრივი და ინვალიდის პენსიით ნაკლები ექნებათ გასაცემი, რამდენი სადაზღვევო ბიუჯეტის ეკონომია გაკეთდება , როდესაც აღარ მოუწევთ "შავ ხვრელებში ფულის ჩასხმა", როგორც ნაცხლისტი ვაშაძე იტყოდა (კიბოიანებს რატომ აფინანსებთო, პრეტენზია რომ გამოთქვა) ... მეგობარი ცხოვრობს საფრანგეთში და წაიკითხეთ, რას გვწერს...

 

დინა მირცხულავა:

 

მოკლედ, ჩემი არაბი მეზობლის შვილს დაუდგინდა კორონა ვირუსი... მოვიდნენ ექიმები და დაგვისვეს შეკითხვები, გვქონდა თუ არა შეხება და ა. შ. ვუთხარი, რომ ვსარგებლობთ საერთო სამზარეულოთი და ვანა - ტუალეტით. მეოთხე სართულიდან მეორეზე ჩამოგვიყვანეს და მხოლოდ სიცხის გაზომვა დაგვავალეს ყოველ დღე. დაავადებული ბავშვი დატოვეს სახლში და დაუტოვეს წამლები... ოჯახის არც ერთ წევრს არ ჩაუტარეს ტესტი.. დაპანიკებული და შეშინებული წავედი ჩემს ექიმთან და ვუთხარი, რაც მოხდა ჩემს კორპუსში. რომ ბავშვი ისევ იქაა და არც კი წაუყვანიათ კლინიკაში.. - ბავშვი გრიპის სახით გადაიტანს და შენ თუ დაინფიცირებული ხარ 14 - ე დღეს გამოვლინდებაო, ყელის ტკივილით. - ყელი ერთი კვირის წინ მტკიოდა და წამალიც დამინიშნეთ -მეთქი. მოძებნა კომპიუტერში ჩემი ისტორია, ნამდვილად ასეაო. მერე ფეხზე წამოდგა, თავი დამიკრა და მითხრა - -გილოცავთ, თქვენ ისე გადაიტანეთ კორონა, ვერც კი გაიგეთო და კარამდე მიმაცილა... აი, აღარ ვიცი რა ვიფიქრო (* გვეღადავებიან ?!..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge