Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:01 21.03.2020
"წყლის ნაყვაა იმის მტკიცებაც,რომ მსოფლიოში წარმოქმნილი პანიკა- კორონავირუსი სპობს სამყაროს, ისეთივე ხელოვნურია, როგორც ამ ვირუსის შექმნა საიდუმლო ლაბორატორიაში"

ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს:

 

"არ მიკვირს,ამდენი მოწინააღმდეგე რომ გამოუჩნდა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას,რომ ზიარების საიდუმლოს წესი არ შეიცვლება.დაკვირვება ცხადყოფს, რომ მოწინააღმდეგეებში არა მარტო ეკლესიის დაუძინებელი მტრები, არამედ, რიგითი ურწმუნოებიც არიან, ვისთვისაც ზიარების საიდუმლო პურის და ღვინოს ჩვეულებრივი მიღებაა და მათი აზრით, ვისაც სწამს ამ საიდუმლოს მაცოცხლებელი ძალა,ისინი რელიგიური ფანატიკოსები არიან... რწმენა, ან გაქვს ,ან არა გაქვს.ამდენად,ასეთ ადამიანებთან კამათი ,მითუმეტეს,მტიცება ,რომ პური და ღვინო ზიარებისას ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაიქცევა,უბრალოდ,წყლის ნაყვაა. წყლის ნაყვაა იმის მტკიცებაც,რომ მსოფლიოში წარმოქმნილი პანიკა- კორონავირუსი სპობს სამყაროს,ისეთივე ხელოვნურია,როგორც თვით კორონას შექმნა საიდუმლო ლაბორატორიაში. ასეთი აჟიოტაჟის ფონზე პრევენციის მიზნით გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი,მაგრამ,ანტიეკლესიური ისტერია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ღრმად ზომბირებაზე და ურწმუნოთა არმიის არსებობაზე მეტყველებს. ვინც ხმის ჩახლეჩამდე "ამტკიცებს" ,რომ ეკლესიაში სიარულის,მითუმეტეს,ზიარების დროს საერთო კოვზიდან შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს,არა მარტო მკრეხელობაა,არამედ,იმის დასტურიც,რომ,მხოლოდ ცოდვებით დამძიმებული ხორცის გადარჩენაზე ვფიქრობთ ,სული კი საერთოდ მიგვავიწყდა! არადა,დღეს,როცა ათასი საცდური და საშუალებაც არსებობს,კაცობრიობა ფიზიკურად განადგურდეს,ერთადერთი ისღა დაგვრჩენია,სულს გავუფრთხილდეთ და ცაში ავიხედოთ-ადამიანებისგან განწირულს უფალი ჩაგვიხუტებს და გადაგვარჩენს! მეტი სენტიმეტალიზმი საჭირო არ არის! რწმენამ ჩვენმა გადაგვარჩინოს!!!" - წერს ზაურ ნაჭყებია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge