Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:40 20.03.2020
"ძვირფასო მთავრობა! ფრთხილად!!!! თქვენს წინააღმდეგ მზადდება ე.წ. "მშიერი ბუნტი"

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

 

"ძვირფასო მთავრობა!
ფრთხილად!!!!
თქვენს წინააღმდეგ მზადდება ე.წ.
"მშიერი ბუნტი"
ხომ იცით, რომ თქვენიანი ვარ და შესაბამისად უნდა მომისმინოთ!!!!


ეს ვირუსი არაა ისეთი მუხთალი და მძიმე, უბრალოდ ჩქარა ვრცელდება და ისევე ჩქარა გადის!
მიიღეთ შვედეთის მაგალითი და გახსენით ყველაფერი!
ჯოგური პრინციპით,
იმუნიტეტის გაძლიერებით ჩვენ მოვერევით ვირუსს, მაგრამ ვერ მოვერევით მოროდიორობას და ყაჩაღობას, რომელიც წუთი-წუთზე დაიწყება, იმიტომ რომ ადამიანები დარჩნენ ელემენტარული პურის ფულის გარეშე, ეს კი უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი!!


ამას როგორც გენეტიკოსის შვილი გეუბნებით!
ყველა ბაცილა დაძლევადია,ყველაფერი ასატანია შვილის მშიერი თვალების გარდა!!!
მიგულეთ ერთ ჯარისკაცად, მზად ვარ ყველაზე მძიმე ავადმყოფებთან ვიმუშაო, მე არ მეშინია!


მეშინია, რომ მწიფდება გადატრიალება და მშიერი ბუნტი თქვენს წინააღმდეგ,
არ იქნება დანდობა!
ამაზეა ჩემი წიგნი
"სამი დღე ვაქცინამდე"!!!!


დღეს 22.00 ამ წიგნს ლაივში წავიკითხავ, რომ ყველას გავაგებინო, რეალურად რა მოხდა მსიფლიოში და რა მზადდება საქართველოში!


მადლობა პალიტრა l-ს და "ბიბლუსს",რომლებმაც მომცეს ამის საშუალება, რადგან საავტორო უფლებები მათ ეკუთვნის!
მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება!
ჩუნეთის მაგალითი საკმარისია საიმისოდ, რომ ცხოვრება ძალიან მალე ჩადგება კალაპოტში!"
-წერს ლალი მოროშკინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge