Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:45 19.03.2020
"სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა, მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო"

თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ამ სივრცეში რამდენიმეჯერ უკვე დავწერე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. დღესაც იგივე მოსაზრება მაქვს, რომ უნდა გამოვაცხადოთ.
წავიკითხე განსხვავებული მოსაზრებები ადამიანებისგან რომელთა აზრსაც პატივს ვცემ და მუდამ მაინტერესებს.
ვიზიარებ მათ წუხილს რომ ამ ხელისუფლების პირობებში საგანგებოს გამოცხადება სახიფათოაო, უფრო მძიმედაც შეიძლება ითქვას.
ამასობაში ორიოდე ძალიან მარტივი საკითხი მინდა დისკუსიისთვის შემოგთავაზოთ:


1. გვაწუხებს ამბავი იმის შესახებ რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა.
დიახ, მართალია. სწორედ ამისათვის არსებობს ასეთი სამართლებრივი ფორმა.
2. და რატომ არ გვაწუხებს ის რომ პრაქტიკულად ყველა ეს უფლება დღეს ისედაც შეზრუდული გვაქვს მაგრამ უმეტეს შემთხვევებში პრაქტიკულად უკანონოდ?
3. აბსტრაქციად რომ არ მოგეჩვეოთ. მაგალითსაც შემოგთავაზებთ.
ადამიანი მისი თვითიზოლაციაში.
შემდეგ მიდის მარკეტში პურის საყიდლად, სადაც დაინატასვ მეზობელი, დარეკავს პატრულში, მოდის პატრული და აკავებს.
სად, რომელ კანონში გვიწერია რომ ასეთი რამ შესაძლებელია?
სად რომელ კანონში გვიწერია რომ პოლიციის ასეთი ქმედება ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებთან თავსებადია?
თვითიზოლაცია არ არსებული სამართლებრივი მდგომარეობაა რომელსაც არავითარი სამართლებრივი შეზრუდვები, აკრძალვები და სხვა არ მოყვება ჩვენი კანონმდებლობით.
4. სხვა მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანო.
სანამ არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ჩვენი შერებისა და მანიფესტაციის უფლება აბსოლუტურია და დაცულია. ხოდა ხვალ რომ მიტინგი გამოვაცხადოთ და ხელისუფლებამ არ დაუშვას მისი ჩატარება, რაც სრულიად გამართლებული საქციელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის, იურისტები რომელი კანონით გააართლებთ ხელისუფლების ამ საქციელს, არ იქნება ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა?
და კანონები და კონსტიტუცია იმიტომ გვაქვს რომ მუდამ კარგი ან ცუდი ადამიანების კეთილგონიერების იმედად ვიყოთ?
5. ანუ მზად ვართ იმისთვის რომ ამ ხელისუფელებას, რომელსაც არ ვენდობით, ვანდოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უკანონოდ შეზღუდვა, ამის არ გვეშინია, იმიტომ რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ეხლა, მაგრამ ეს ყველაფერი კანონით რომ აკეთოს ამისთვის არ ვართ მზად? სწორად გავიგე?
6. და რა ხდება იმისგან განსხვავებული მაგალითად ბელგიაში, ან აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რაც ჩვენთან ხდება? და მაინც რატომ გადაწყვიტეს იქ საგანგებოს გამოცხადება? ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ პანიკისა და უბედურების ჟამსაც კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია, უფრო მეტიც სწორედ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


PS.


სხვათაშორის სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო, მიზაშეწონილი ეგონა. ჩვენ ვჩხუბობდით, მიშა ამბობდა ეს პროცედურის მონებიო, მერე მისი მიზანშეწონილობის ფარგლები გაიზარდა, და იმდენს აღარ მოწონდა, როგორც შალიკიანის შემთხვევაში, მაგრამ მიშა მაინც პროცედურის მონებს გვეძახდა, ხოდა მერე რაც მოხდა, მადა ჭამაში როგორ გაიზარდა კი გვახსოვს."
- წერს ხიდაშელი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge