Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:43 19.03.2020
"ჩვენ ყველაზე უკეთესის იმედი გვქონდა, მაგრამ ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს ბრალდებებს, რომ ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის საფრთხეს სათანადოდ ვერ აფასებდა. მისივე თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ვირუსის გავრცელება მაინც მოხდა.

 

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ჯგუფი ჩამომეყალიბებინა 30 იანვარს, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოგვეხდინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სათანადოდ ვაფასებდით საფრთხეს, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და სომხეთის კავშირები გარესამყაროსთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშკარა იყო, რომ ის პროცესები, რასაც ჩინეთში ჰქონდა ადგილი, სომხეთზეც აისახებოდა. ჩვენ ყველაზე უკეთესის იმედი გვქონდა, მაგრამ ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 110-მდე გაიზარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge