Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:33 19.03.2020
„ჩვენთვის გაუგებარია, რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 50-კაციანი სპეცოპერაცია MS ჯგუფის ოფისში“

MS ჯგუფის დამფუძნებლები შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები განცხადებას ავრცელებენ: 

 

„სამწუხაროდ, ჩვენი კომპანიის თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა დედას, დას და ორ მეგობარს, ერთი შეტყობინება კი საკუთარ თავს გაუგზავნა მეორე ნომერზე. აღნიშნული ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა პანიკის გამომწვევ შინაარსს და არც სხვა პირებზე ან სხვა ნომრებზე არ გავრცელებულა, მხოლოდ ზემოაღნიშნულმა ხუთმა პირმა მიიღო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ტექსტურ შეტყობინებაზე და არა ხმოვან გზავნილზე. ეს ფაქტი კომპანიის მენეჯმენტისთვის გუშინ გახდა ცნობილი და ზემოაღნიშნული თანამშრომელი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენთვის გაუგებარია რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 50 კაციანი სპეცოპერაცია MS ჯგუფის ოფისში, რაც ამ დრომდე გრძელდება? რას უკავშირდება და ემსახურება ამ რაოდენობისა და მასშტაბის სამართალდამცავთა ორგანიზება? ეჭვების საფუძველი არსებობს, რადგან ჩვენს ოჯახზე ბოლო წლების მანძილზე არაერთი სახის ზეწოლა განხორციელდა, ადგილი ჰქონდა კიბერშეტევასაც, რის შესახებაც მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, თუმცა იქიდან საიმედო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“,-წერია განცხადებაში,რომელსაც ბურჭულაძეები ავრცელებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge