Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:36 18.03.2020
ვისი ოფისიდან იგზავნებოდა ესემესები ჯანდაცვის სამინისტროს სახელით და ვინ ცდილობდა მოსახლეობის დაშინებას

თბილისში, ჭავჭავაძის 15-ში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ ოფისიდან იგზავნებოდა ესემესები ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. როგორც ცნობილია, ეს შეტყობინებები მოსახლეობაში პანიკის შექმნას ისახავდა მიზნად. როგორც გაირკვა, ოფისი მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილებს ეკუთვნის. ამჟამად სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ასრულებენ. როგორც ბურჭულაძეების ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ზოგადი განჩინების საფუძველზე ატარებენ და მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, განჩინება არის ზოგადი, რომ კომპიუტერიდან ყველანაირი სახის ინფორმაცია უნდა ამოიღონ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge