Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:10 18.03.2020
"წიწილებს შემოდგომით ითვლიან" - გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე

არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ ადამიანებს, ვინ ჩაატარებს 2020 წლის არჩევნებს, რადგან აქ საუბარია გუნდზე; ჩემთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა თანამდებობებს და პოზიციებს. ჩემთვის ყოველთვის მნიშნელოვანი იყო პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში" სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც ყოველდღიურად რაღაცის გაკეთების საშუალებას აძლევს და  უპირველესია ეფექტურობა.


„ამიტომ, სად ვიქნები, რა პოზიციაზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მთავარია, ფასეულობები და ღირებულებები ემთხვეოდეს საერთო ფასეულობებს და ღირებულებებს. მე ვხედავ ჩემს თავს, როგორც ცალკე აღებულ ადამიანს, რომელიც იმის მიუხედავად, რა პოზიციაზე იქნება, ჩვეულებრივი ადამიანური სურვილიდან გამომდინარე, ემსახურება ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, სახელმწიფო სამსახურში, თუ მის გარეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია პროცესი. ყოველთვის ვცდილობდი, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე იუმორით მეპასუხა და არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, თუმცა იუმორზე გადასვლაც შეგვიძლია და გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომით ითვლიან. ვნახოთ, რა იქნება. მე იმდენად მივეჩვიე ამ ყველაფერს, რომ უკვე მშვიდად და წყნარად ვრეაგირებ ამაზე, არ მაქვს არანაირი დისკომფორტი ამ კითხვაზე. მესმის, რომ ჟურნალისტებში ეს გარკვეულ ინტერესს იწვევს, მაგრამ სადაც საჭირო იქნება, იქ ვიქნებით", - აღნიშნა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge