Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:24 17.03.2020
"სინდისს რომ ალპობს, მე იმ ვირუსის მეშინია..." - ნინო ახობაძე

სტატუსი - რეზიუმე, ავტორი ნინო ახობაძე:


"რა საინტერესო თაობა გამოვდექით!
ყველანაირად!
მართლა ჰოო..
აი ნახე:
ბავშვობა-პიონერის ყელსახვევით, სლავა კაპაესეს, ბრეჟნევი...
გაგრა, ბიჭვინთა, ლიძავა..
ახალგაზრდობა-ანდროპოვი, სუხოი ზაკონი, რის გამოც კლასის ბანკეტი მე არ მქონია;
ინსტიტუტი-40 მანეთი სტიპენდია, გემრიელი დასაწყისი, ქეიფი, დროსტარება, მეგობრები, თავგადასავლები;
მოსკოვები, დაგომისები, ბულგარეთები, გედეერები..
სტუდენტობის შუიდან-მიტინგები, 9 აპრილი, თბილისის ომი..
მერე აფხაზეთი ((((((((
გამქრალი შუქი და გაზი;
მედროვეები, პოლიტიკოსები და სადღაც ცალკე-მერაბ კოსტავა;
მერე ქორწილები, შვილები, მწვანე კერასინკები და სიბნელეში ჩაჯდომები, სითბო და სიყვარული დაგროვილი ერთ ოთახში, სადაც ყველა იყო...
სამსახური-ახალი ურთიერთობები, უამრავი მეგობრები, იქაც თავგადასავლები, ერთად შეკრული და ფანტასტიური კოლექტივი; 13 თვის დავალიანება ხელფასის და მაინც მორიგეობა, ღამისთევები..
მერე სამსახურის დაშლები, რეორგანიზაციები;
ნელ-ნელა განქორწინებები, წამოზრდილი შვილები..
ახალი ქორწინებები;
მიტინგები, კარვები, საოცარი გაჭირვება და იქვე საოცრად გამდიდრებული ადამიანები-კაპიტალიზმი;
დაგროვილი აგრესია, შური, ბოღმა..
სოციალურად უთანასწორო ორი კლასი, შუა გაკრეფილი;
ემიგრანტები!....
კუპონი, მერე ლარი..
კომერციული მაღაზიები, პირველი კომერციული აფთიაქები..
მობილური ტელეფონი;
ნატოს კარზე კაკუნი;
პლანზე 7 წელი, გადატენილი ციხეები;
ენის მიტანა, დასმენა;
გარემონტებული ბათუმი;
დიქტატურა, შიში...
გლდანში ამღერებული ტოტო კუტუნიო;
მოსკოვების და ხარკოვების ნაცვლად-ლონდონებში და ნიუ-იორკებში დაგზავნილი შვილები სასწავლებლად;
არასამთავრობოები;
რუსთაველზე გეი და ლესბო მღელვარებები, ტაბურეტკები;
აგვისტოს ომი;
კონცერტები;
ჩვენებური მოჭიდავეების ოქროს მედლები და სიხარულის ცრემლი, "მანდარინები" ოსკარზე;
ფეისბუქი;
ფორს-მაჟორები: ქუჩაში არ გახვიდე ვეფხვი შეგჭამს!
(ესაც ხო ჩვენ გავიარეთ კაცო!!)
ციხის კადრები;
სხვა მთავრობა;
ვიზალიბერალიზაცია;
ეიფელის კოშკის წინ წამოგორებული ფოტოები ინსტაგრამზე;
დემნა გვასალია;
დომენიკ მანგო;
თოქ-შოუები, ინფორმაცია, ინფორმაცია, ინფორმაცია..
ლიბერალები;
"ჩემი ფ@ჩუ ჩემია" ქალები-დემოკრატიის ნაყოფები;
ბერ ნიკოლოზის მრევლი;
მიშისტები, გრიშისტები..
კოჰაბიტაცია;
პა ხოდუ: სიცილები, კისკისები, ისევ ქეიფები, მეგობრები, პაეზდკები, ჭკვიანები, სულელები, შემდგარები, ვერშემდგარები, ბიზნესები, სოციალურად დაუცველები, კარიერისტები, ქეშები, უსაქმურები, საქმიანები, წაქცეულები, წარმატებულნი...
ეს ყველა და ყველაფერი ჩემი თაობაა.
უჭკვიანესი ბიჭები, წამალში ჩაკარგულები და ვერდახარჯულნი
......
წასულები, დარჩენილები, დაბნეულნი, მორგებულნი, ვერაწყობილნი-ეს ყველა ჩვენ ვართ, თაობა
რომელსაც არაფერი უნახავს და ყველაფერი ნახა.
----
ჰოდა აბა ეხლა მე თქვენ გეკითხებით, რაამ უნდა გადაგვაშენოს არ გამაცინოთ!
ვეფხვი მჭამდა და ქუჩაში მაინც გავედი აგერ ცოტა ხნის წინ-სიგარეტი მინდოდა, ვერ მოვითმინე და
კორონა დამაკლებს რამეეს?

-იზ ზა კაკოვატა კორონა ია ეტა გაძюკა წერპეც ბუდუ?
საბჭოთა ფილმიდანაა ესა.
ჩემმა თაობამ იცის და უყვარს 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge