Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:39 17.03.2020
„რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“

რუსულ ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „პროფილში“ («Профиль») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ ვერ შეძლო თურქეთმა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება“ (ავტორი - ალექსი კუპრიანოვი), რომელშიც გაანალიზებულია თურქეთის როლი ნატოს სამხედრო სტრუქტურაში და ის სიტუაცია, თუ რატომ არ დაეხმარა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ანკარას სირიის პროვინცია იდლიბში მომხდარი ინციდენტის დროს, როცა სირიის არმიამ ცეცხლი გაუხსნა და თურქეთის არმიის ორ ათეულამდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 

 

 „ნატოს ჩარჩოებში დიდი ხანია მდოვრედ მიმდინარეობს დისკუსია, პირობითად რომ ვთქვათ, „მაქსიმალისტებსა“ და „მინიმალისტებს“ შორის, ანუ ერთნი მოუწოდებენ ყოველთვის გამოიყენონ წესდების მთავავრი სულისკვეთება - კოლექტიური დახმარება - ანუ მე-5 მუხლი, სადაც კი ნატოს წევრის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება განხორციელდება, მეორენი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რაიმე ნაბიჯი გადაიდგას იმ გეოგრაფიული არეალის მიღმა, რომელიც წესდებაშია მოცემული. სხვათა შორის, ნატოს მოქმედების არეალი წესდებაში (ხელშეკრულებაში) საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული - ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილოატლანტიკის სივრცე კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით“, - აღნიშნავს ავტორი.

 

პუბლიკაციაში მიმოხილული და განზოგადებულია ნატოს წევრი ქვეყნების ისტორიაში მომხდარი რიგი სამხედრო ინციდენტები, რომლის დროსაც წესდების მეხუთე მუხლი (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ) არ ამოქმედებულა (მაგალითად, როცა ინდოეთის არმიამ 1961 წელს პორტუგალიის - ნატოს წევრი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორია - გოა დაიკავა, ლისაბონის მოკავშირეები კი მხოლოდ მისი დაგმობით შემოიფარგლნენ).

 

ამ კონტექსტში სტატიაში განხილულია ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივა: გოას გაკვეთილებს, სამწუხაროდ, იშვიატად თუ ისხსენებენ, როცა ალიანსში ისეთი ახალი წევრების მირების საკითხი დგება, რომლებსაც მეზობლებტან ტერიტორიული დავები აქვთ. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ საქართველოს და უკრაინას.

 

არც კიევი და არც თბილისი, არც ნატოს ქვეყნები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ან დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, ყირიმის რუსეთთან მიერთებას. აქედან გამომდინარე, როგორც შედეგი, ალიანსში საქართველოს და უკრაინის მიღებით დაუყონებლივ წარმოქმნება კოლიზეა: ნატოს ახალი წევრის ტერიტორიის ნაწილი, ამ ქვეყნის მთავრობის აზრით, ოკუპირებულია სხვა ქვეყნის ჯარებით ან „უკანონო შეიარაღებული ფორმირებებით“ და ამ დროს გამმიჯნავ ხაზზე მომხდარი რაიმე პროვოკაცია შეიძლება თავდასხმად იქნეს აღქმული. ანუ გამოდის, რომ თუ ნატოს ქვეყნები თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინას მიიღებენ, ალიანსის წევრები სიტუაციის ყოველი გამწვავების დროს ამ ქვეყნების ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მძევლები აღმოჩნდებიან, თანაც ისეთი სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს

 

თუ საქართველოს შემთხვევაში ნატოს შეუძლია თავიდან აიცილოს ჩარევა და თქვას, რომ კავკასიის ეს ქვეყანა წესდებით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის მიღმა მდებარეობს (ტრადიციულად ევროპისა და აზიის გამყოფი ხაზი კავკასიის მთავარ ქედზე გადის, შესაბამისად, საქართველო ევროპაში არ მდებარეობს და ვაშინგტონის ხელშეკრულების ზემოქმედების ქვეშ არ ხვდება), ამას ვერ იტყვის უკრაინაზე, რომელიც ევროპული სახელმწიფოა. ამ სიტუაციაში ყველაზე მარტივი გამოსავალი ისაა, რომ ნატომ თავი უხერხულ სიტუაციაში არ ჩაიყენოს და არ გახდეს უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მძევალი და უბრალოდ, ამ ქვეყნების გაწევრიანების საკითხი „ჰაერში დაკიდებული“ დატოვოს, გაურკვევევლი ვადით“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Профиль» (რუსეთი)

https://profile.ru/abroad/pochemu-turcii-ne-udalos-zadejstvovat-pyatuyu-statyu-ustava-nato-257040//

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge