Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:20 16.03.2020
"რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება" -ბორის რევიჩი

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ («РИА «Новости») ავრცელებს ინტერვიუს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან ბორის რევიჩთან, რომელიც ინფექციების ბრძოლის საბჭოთა გამოცდილებაზე საუბრობს, კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე.


რუსი მეცნიერის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიერ დღეს მიღებული ზომები გასული საუკუნის 20-იან წლების გამოცდილებასაც ემყარება: „მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც 1920-იან წლებიდან დაწყებული, ძალიან ეფექტურად იმუშავა საქართველოში, კოლხეთში მალიარის გავრცელების წინააღმდეგ. კაცმა რომ თქვას, იმის შემდეგ რაიმე ახალი არც მოფიქრებულა“.


როგორც ბორის რევიჩი აღნიშნავს, სწორედ იმ ხანებიდან დაიწყო საბჭოთა კავშირში სამკერდე ნიშნის გამოშვება წარწერით „ხელის ჩამორთმევისაგან გათავისუფლებულია“, რომელიც დასნებოვნების შემცირებას ემსახურებოდა. ასევე იმ წლებიდან გავრცელდა  მოწოდებები ხელების ხშირი დაბანვის თაობაზე, ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოეწყო ხელსაბნები საპნებით და ა.შ.


წყარო: „რია ნოვოსტი“

https://ria.ru/20200316/1568645927.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge