Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:25 13.03.2020
რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება

“პანდემიამ ქართველ საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრების რიტმი შეუცვალა, ურთიერთობისა და ტრადიციების მოყვარულმა ერმა ვირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები ჯერ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთმევაზე მიიღო, ხოლო, ამჯერად საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დიდი თავყრილობები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, აკრძალოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რის გამოც პრემიერ მინისტრის იორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება / "აუცილებლობა ქართველს, ფრანგს, ინგლისელს, ბერძენს არ სცნობს - ქართველი ერი ამ ყველაფერს კი არ შეეგუება, არამედ რეალობად მიიღებს”


"იორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მათ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს. "მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ, დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. "ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე", - განაცხადა პაატა იმნაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მანამდე 27 თებერვალს კი დაავადებათა კორტოლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, გადაკოცნაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი ვთქვათ და მისალმების დისტანციური ფორმა გამოვიყენოთ. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „რეზონანსთან" ვირუსის პრევენციისთვის მთავრობის გადაწყვეტილებებს იწონებს, მისი თქმით, ქართული საზოგადოება რეკომენდაციებს კი არ შეეგუება, არამედ რეალობად მიიღებს. როგორც ფსიქოლოგი ძალიან დიდი პოზიტიური თანხმობით ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას ვუდასტურებ, იმიტომ, რომ ფილოსოფოსები ამბობენ, რომ შეცნობილი აუცილებლობა არის თავისუფლება. ამჯერად კი შეცნობილი აუცილებლობა სიფრთხილეა - აუცილებლობა ქართველს, ფრანგს, ინგლისელს, ბერძენს არ სცნობს, აქ ქართულ ეთნოხასიათზე კი არაა ლაპარაკი, თუ ეთნოსური ხასიათი კაცობრიულთან შესაბამისობაში არ მოდის, ის უკვე ეთნოსური/ეროვნული კი არაა, არამედ ნაცისტურია. არასოდეს არ ვიფიქროთ, რომ ეროვნული შესაბამისობაში არაა კაცობრიულთან, საყოველთაოსთან და აუცილებლობასთან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ქართველი ერი ამ ყველაფერს კი არ შეეგუება, არამედ რეალობად მიიღებს, რეალობის და აუცილებლობის მიღება ქართულ ეთნოხასიათმა ისტორიულად გაიარა, გაიარა ეკონომიკური, კულტურის პოლიტიკის თვალსაზრისით. 12-ე საუკუნეში „ვეფხისტყაოსანში" რუსთაველმა დაწერა, რომ „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.", „ზესთ მწყობრთა წყობა", ესაა ის უზენაესი ღირებულებები,რომელთანაც შესაბამისობა გვმართებს, ეს 12-ე საუკუნეში ითქვა და 21-ე საუკუნის ადამიანს ეს, რომ ცნობიერ დონეზე დაავიწყდეს, მის არაცნობიერს მაინც ახსოვს. იმიტომ, რომ, ეს კულტურა არის ის, რასაც მოვლენათა ცვალებადობის გამძლეობა ჰქვია, მოვლენათა ცვალებადობის გამძლეობა ეს აუცილებლობის მიღებაზეა დაფუძნებული, რომელიც ქართულ ხასიათშია და ჩვენშია, ამიტომ, ეს ზომები, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იმ არსებული ვითარების და იმ მზაობის ზუსტი და ადეკვატურია,რომელიც კონკრეტულად ქართველ ხალხს გააჩნია" - განაცხადა ჩაჩუამ”, - დასძენს გამოცემა.

 

"შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოქალაქეებს ასევე მიმართავს, რომ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ. კორონავირუსთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 1 აპრილამდე გადაიდო,სამხედრო სავალდებულო გაწვევა კი 13 აპრილამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge