Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:01 12.03.2020
გუკა რჩეულიშვილს მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს

"ცენტ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

 

ამასთან, რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.

 

შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge