Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:22 03.03.2020
ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა

16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა ამერიკელ მომღერალ ემინემის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, რომელიც გამოცემა Southpawer-მა საკუთარ ფავორიტად დაასახელა. გამოცემა წერს, რომ ზუგდიდელი გოგოს ვიდეო ინსტაგრამგვერდზე 100 ათასამდე ადამიანმა ნახა. ცნობილმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა სოციალურ ქსელში საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, სიმღერა Godzilla-ს ბოლო სტროფი ისევე სწრაფად წაეკითხათ, როგორც ამას თავად აკეთებს. ემინემმა ამ სიმღერაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა. ნინი ჩილაჩავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ თავადაც იგივე შედეგი აჩვენა. ნინი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა და სიმღერა მისი ჰობია. ამბობს, რომ ემინემს ხშირად უსმენს. Godzilla-ის საკუთარი ვერსია ჯერ მეგობრებს და დედას მოასმენინა და სწორედ მათი თხოვნით ჩაწერა ვიდეო, რომელიც შემდეგ მომღერლის ინსტაგრამგვერდზე ატვირთა.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge