Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:07 23.02.2020
„90:94!!! ეს დაუჯერებელია - სერბეთში, სახლში დავამარცხეთ ამ ქვეყნის ნაკრები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი“

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი საზოგადოებას ქართველი კალათბურთელების დიდ წარმატებას ულოცავს:  

 

„90:94!!! ეს დაუჯერებელია - სერბეთში სახლში დავამარცხეთ ამ ქვეყნის ნაკრები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ არის. სასწაული თამაში შემოვუტრიალეთ სერბებს ევროშესარჩევის ქვეჯგუფში. ცუდად დაწყებული 1-ლი ნახევრის შემდეგ, ლამის, ხელიც კი ჩავიქნიე, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, შეცდომები გამოასწორეს, საჯარიმოები კარგად ჩაყარეს, სამქულიანებიც მიაყოლეს, ბოლო წუთებში საოცარი მობილიზება გამოიჩინეს და მოიგეს. აღსანისნავია, რომ სერბეთს ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთვნელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის, რომელიც ნამდვილად კარგი სპეციალისტია. 2-დან 2 მოგება! ყოჩაღ ჩვენს კალათბურთელებს. ყველას გილოცავთ!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge