Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:13 22.02.2020
ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა

ძიუდოში დიუსელდორფის გრანდ სლემზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, რუსეთის სახელით მოასპარეზე ხასან ხალმურზაევს დაუპირისპირდა. ქართველმა შესაძლებლობები ბრწყინვალედ გამოავლინა და ულამაზეს სტილში რუსი მეტოქე დაამარცხა. გრიგალაშვილმა ფინალში გასვლამდე ბრწყინვალედ იასპარეზა, ქართველმა ფალავანმა ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველმა მეორე წრეში იაპონელ ტაკანორი ნაგასეს სძლია, მესამე წრეში კი იტალიელ  ანტონიო ესპოზიტოს შანსი არ დაუტოვა. მეოთხე წრეში გრიგალაშვილმა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანიის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ვიჩერზაკი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გერმანელის ძლევის შემდეგ ქართველმა ფალავანმა ფრანგი ალფა ომარ ჯალოს სძლია. თავდაპირველად ფრანგი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ გრიგალაშვილმა ორი ვაზარი შეასრულა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ნახევარფინალს, გრიგალაშვილმა ყირგიზი ვლადიმირ ზოლოევი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

 

 

 

crystalsport.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge