Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:44 21.02.2020
2 ოქროს მედალი! - კუპატაძემ და ოძელაშვილმა მინსკში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს

მინსკში სამბოს საერთაშორისო ტურნირი დასრულდარომლის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი ირაკლი კუპატაძე გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახი მეტოქე, კაირბერდი აიდიბაი 6:1 დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მფლობელი გივი ნადარეიშვილი გახდაასევე ბრინჯაოს მედლები ლევან ნახუცრიშვილმა (82 კგ.) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ.) მოიპოვესგოგონათა შორის კი ტურნირის გამარჯვებული ნინო ოძელაშვილი გახდა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა უკრაინელი ჰალინა კოვალსკა ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

 

 


crystalsport.ge

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge