Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:42 17.02.2020
ვინ არის გუშინ სასტიკად მოკლული 22 წლის ბიჭი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი

გუშინ გამთენიისას გუდაურში მოკლული მამაკაცი 22 წლის თამაზ გორთამაშვილია, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა. მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ, თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 22 წლის ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა. ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა.



შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 


aklia.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge